საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თორნიკე შენგელიას გარეშე იტალიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა და 84:91 დამარცხდა. ეს იყო ილიას ზუროსის გუნდის მეორე მატჩი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოვუხერხეთ დაცვას და პერიმეტრს – იტალიელებმა 16 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ვერ მოვიგეთ ფარიც, ბევრი გვქონდა დაკარგვაც. მთლიანობაში კი,...
წელი: 2022
ჟოზე თუთაშხია
„რა საოცრად წავიდა,” — ეუბნება გაოგნებული გრაფი სეგედი მუშნი ზარანდიას, როდესაც რესტორანში მათ პირდაპირ მაგიდასთან მჯდომ დათა თუთაშხიას ფაშფაშა ქალი ჩაუვლის და აბრაგი ამით ისარგებლებს, გაიპარება. ნეტავ რამდენი რეპეტიცია და დუბლი დასჭირდათ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს, მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს ეს ეფექტური კადრი რომ გამოსვლოდათ. ლაპარაკია ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას” ცნობილ ეკრანიზაციაზე. „რომას” მწვრთნელმა ჟოზე...
კვარა, შენ მონსტრი ხარ!
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე” „ფიორენტინას” ხვდება. პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელ ფანებში დიდი ოპტიმიზმია. გულშემატკივრები იმედით შეჰყურებენ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღესაც. „აძურის” ნეაპოლის ცენტრალურ სადგურზე ოცზე მეტი გულშემატკივარი აცილებდა. calciomercato წერს, რომ მათი შეძახილებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ორი. პირველ შემთხვევაში მათ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაინახეს და დაუძახეს: „მიდი მისტერ,...
ქართული სტარტი – პენალტიც და ლელოც
საფრანგეთში შიდა სარაგბო სეზონი დაიწყო და პრო დ2-ის პირველივე ტურში ერთბაშად 21-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა! უფრო სწორად, 21 კაცი გუნდების განაცხადში იყო, თუმცა თამაშით 20-მა ითამაშა – „ბეზიეს“ ბურჯი გიორგი ახალაძე სულ ბოლო მომენტში გუნდის განაცხადში სამარქაფო კვაჭად შეიყვანეს, თუმცა მწვრთნელმა აღარ გარისკა და ახალაძე უჩვეულო პოზიციაზე შემცვლელად მაინც არ შეიყვანა. იყო არაერთი დებიუტანტიც –...
სტრატეგია, კონტაქტები, პრობლემები: ჭორები უფრო და უფრო…
რაც უფრო ვუახლოვდებით დასასრულს, მით უფრო იკარგება საზღვარი იდეასა და მოლაპარაკებებს შორის. ახლა ის იმდენად ვიწროა, რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარმა შეცდომა რომ არ დაგვაშვებინოს. კრიშტიანუ რონალდუს „ნაპოლიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ ეს სწორად უნდა მოხდეს. ჟორჟე მენდეში რამდენიმე კვირაა პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ახალი კლუბის პოვნას ცდილობს, რადგან რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა უნდა. მიზეზი: „იუნაიტედი”...
ევროპა ჯგუფი
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ 32 გუნდი 8 ჯგუფში გადაანაწილა. ერთად მოხვდნენ ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლაციოს“ და „ფეიენოორდს“ შეერკინება, ხოლო ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ „ოლიმპიაკოსს“, „ფრაიბურგსა“ და „ნანტს“ შეხვდება. A ჯგუფი არსენალი (ინგლისი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ციურიხი (შვეიცარია) B ჯგუფი დინამო (კიევი, უკრაინა), რენი (საფრანგეთი), ფენერბაჰჩე...
უეფას საუკეთესოები
სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ წლის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა. ეს პრიზი 2011 წლიდან არსებობს. თავიდან ექვს კანდიდატს უეფას ტექნიკური ექსპერტების ჯგუფი არჩევს. შემდეგ სია სამ კანდიდატამდე თხელდება. აქ უკვე საქმეში ერთვებიან მწვრთნელები, რომლებიც ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენციის ლიგების ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე გუნდებს თავკაცობდენ. ასევე გამოკითხვაში უეფას 55 წევრი ასოციაციის, 55 ქვეყნის 55...
ვალენსიას ნახევარმცველი დაემატა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა გაკვაჭა მორიგი სატრანსფერო ოპერაცია, — პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრე ალმეიდა 7,5 მილიონ ევროდ „ღამურა” გახდა. ალმეიდამ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ახალწვეული მანისესის აეროპორტში გუშინ ჩაფრინდა და AS-მა ფოტო გადაუღო. „ძალიან მიხარია „ვალენსიას” ფეხბურთელი რომ გავხდი. იმედი მაქვს, რომ აქ ბევრ ტიტულს მოვიგებ. „მესტალიადან” ერთი კვირის წინ...
ტენ ჰაგის გულწრფელობის ორი საათი
წინა ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს დიდი კრება მოუწვევია. კრება ორ საათს გაგრძელებულა. ჰოლანდიელს თავისი ფეხბურთელებისთვის უთქვამს, გულწრფელად მითხარით ვის რა გაწუხებთ და გპირდებით არავინ დაისჯებაო. გულახდილობის დღეს ტენ ჰაგს კრიშტიანუ რონალდუსა და ჰარი მაგუაირისთვის უთქვამს, რომ ისინი ორშაბათს „ლივერპულის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდნენ. მანკუნიანელებმა მერსისაიდელებს 2:1 მოუგეს. რონალდუს თათბირზე ხმა არ...
კვარა აიაქსთან და ლივერპულთან
სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები 8 ჯგუფში გადანაწილდნენ. ჩვენების „ნაპოლი“ და „კოპენჰაგენი“, რომელთა ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია და დავით ხოჭოლავა იცავენ, ლამის სიკვდილის ჯგუფებში მოხვდნენ: ნაპოლი A ჯგუფში მოხვდა „აიაქსთან“, „ლივერპულთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად ითამაშებს, „კოპენჰაგენს“ კი პეპ „მანჩესტერ სიტი“, „სევილია“ და „დორტმუნდი“ ერგო. საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ შემადგენლობაში თავის ყოფილ კლუბს,...









