დღეს ფაბიან რუისი პარიზს გაეშურა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „პარი სენ ჟერმენთან” 2027 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. 26 წლის ესპანელი წელიწადში ხელზე 5 მილიონ ევროს მიიღებს. „ნაპოლის” მის სანაცვლოდ 23 მილიონი ჩაერიცხება, ოღონდ ბონუსებიანად, ანუ ბოლოს, ჯამში. ანდალუსიელმა ნეაპოლში ოთხი წელიწადი გაატარა, სადაც ტექნიკურად და ტაქტიკურად გაიზარდა. რუისის „პარკ დე პრენსზე” ჩასვლა პარიზელებს 28 წლის...
წელი: 2022
კავანი მესტალიაზე მხსნელად ჩამოვიდა
„ვალენსიამ” წააგო, მაგრამ „მესტალია” ზეიმობდა — „ღამურებმა” 2024 წლამდე ედინსონ კავანი შეიძინეს. „ატლეტიკოსთან” დამარცხება გულსატკენი იყო, გულშემატკივარი ტრიბუნებს მსაჯზე გაბრაზებული ტოვებდა, მაგრამ შინ იმედის განცდაც მიჰყვებოდა — მიმდინარე სეზონმა მათ შესაძლოა დიდი სიამოვნება მიანიჭოთ, რადგან დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი შეიძინეს. „მესტალიასა” და კავანის შორის მხურვალე ურთიერთობა იმ წუთიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ურუგვაელი ვალენსიის აეროპორტში დაეშვა. ფანებს...
ბრწყინვალე მამარდა!
„ვალენსიამ” „ატლეტიკოსთან” შინ წააგო 0:1. ახლა „ღამურები”, რომლებსაც ამ შეხვედრაში, განსაკუთრებით გოლის გაშვებამდე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, 3 ქულით მე-14 ადგილზე არიან, ერთი მოიგეს და ორი წააგეს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი გიორგი მამარდაშვილის თამაშია. კითხვაზე, როგორ დაიცვა კარი საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა, პასუხი იოლია: მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. „ჩეების” კარში გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, მაგრამ ეს იყო...
დაიწყო და დაამთავრა
ეს უკვე ნამეტანია – ბოლო პერიოდში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველასთან ყველაფერს აგებს. ასე მოხდა ამჯერადაც – დღეს დაწყებული აშშ ღია პირველობა ჩვენებურისთვის უკვე დამთავრდა. წაგებაც არის და წაგებაც – ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის 174-ე ჩოგანთან, ჩინელ იბინ ვუსთან საათნახევარში უშანსოდ დამარცხდა – 3:6; 4:6; 0:6. თუ წინააღმდეგობა ჰქვია, ბასილაშვილმა მეტოქეს პირველ და მეორე სეტში...
ოქროს ბურთი ჩემი ოცნებაა
მადრიდის „რეალის“ 34 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოქროს ბურთის“ მოპოვება მისი ბავშვობის ოცნებაა. „ოქროს ბურთის მოგება? ვნახოთ, რა მოხდება. დაველოდოთ შედეგებს. სხვა მხრივ, ამ პრიზის მოპოვება ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მგონი ახლა არც ისე შორს ვარ ამ ნატვრის ასრულებასთან“, – თქვა ბენზემამ. შეგახსენებთ, რომ ქარიმი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში უკვე ოთხი გატანილი...
საქართველომ ევროპა წაგებით გახსნა
ხორვატიაში დაიწყო წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩერნოგორიასთან 11:14 დათმო. ჩერნოგორიელები მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, დასაწყისიდანვე მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და ტაიმი 9:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი, როდესაც დეიან სტანოიევიჩის გუნდი ათამაშდა და სხვაობა მინიმუმამდე (8:9) დაიყვანა. მომდევნო შეტევაში გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ არ გამოვიდა, რაც მეტოქემ არ გვაპატია და ბოლო...
პოგბას ძმა 13 მილიონს სძალავს
პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ბავშვობის მეგობრები შანტაჟს უწყობენ, 13 მილიონ ევროს სძალავენ. ამას წინ უძღოდა ფეხბურთელის ძმის მატიას პოგბას მუქარა, იმ ინფორმაციას გავხეთქავ, რომელიც ჩემი ძმის სახელს მთელს მსოფლიოში შელახავსო. 29 წლის პოგბამ პოლიციაში უჩივლა ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ფულს სთხოვს და ეუბნება, რომ ეს მისი 13-წლიანი დაცვის გასამრჯელოა. პარიზის ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიება დაადასტურეს. „ფრანს ინფომ”...
ლოსანოს ხვიჩას პასით გოლი უნდა გაეტანა
„ფიორენტინასთან” სტუმრად ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „მასპინძლებმა მაქსიმალური ძალისხმევით იბრძოლეს — შეხვედრა იყო ძალისმიერი და აგრესიული. ჩვენ კომბინაციებს კარგად ვაწყობდით, მაგრამ საგოლე პასები არ გვივარგოდა. ჯამში კარგად ვითამაშეთ, თუმცა კარში გადამწყვეტი დარტყმები ვერ შევასრულეთ. ერთი საოცარი შანსიც გვქონდა. ვფიქრობ, იმ ეპიზოდში ირვინგ ლოსანოს გატანა მართებდა, ასეთ დროს ბურთი კარში...
საქართველოსთვის სპლიტში პირველი მონტენეგროა
29 აგვისტოს, ხორვატიის ქალაქ სპლიტში, წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები მეხუთედ მოხვდა ბებერი კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ევროპირველობაზე ჩვენი გუნდის დებიუტი 2014 წელს უნგრეთში შედგა და მე-12 ადგილი დაიკავა. 2016-ში, სერბეთში, მე-14 პოზიციაზე გავიდნენ. 2018-ში, ესპანეთში – მეცამეტეზე. 2020 წელს, ისევ უნგრეთში ნაჩვენები მე-10 ადგილი კი, ჩვენი ნაკრების ისტორიაში საუკეთესოა. თუმცა, ამ შედეგის...
უკვე 7
23-ე ტურმა ორი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და სატურნირო ცხრილშიც რაღაც-რაღაცეები შეიცვალა. პირველი მოულოდნელობა ერთი მოულოდნელობა საგურამოში მოხდა, სადაც განწირულმა აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიდერ „ბათუმს“ ქულები დააკარგვინა. ეგ კი არა, „რკინიგზელებმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ძებნიაურის თერთმეტმეტრტიანით გახსნეს ანგარიში. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, და გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლეს. გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ეს მისთვის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში,...









