წელი: 2022

Home 2022
ჰოლანდი რეალში?
ჩანაწერი

ჰოლანდი რეალში?

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ქარიმ ბენზემას შემცვლელად ერლინგ ჰოლანდი მიიწვიოს. ბენზემას სამეფო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, დიდი ალბათობით, ერთი წლით კიდევ გაუგრძელებენ. 2024 წლის ზაფხულში კი ფრანგის მაგიერ ახალგაზრდა ნორვეგიელს გადაიბირებენ. ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი 2022 წლის ივლისიდანაა. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან ქალაქელების მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 20...

ვილი ისიანის ესპანური თამაშები…
ჩანაწერი

ვილი ისიანის ესპანური თამაშები…

25 წლის ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი ბოლო 4 სეზონი NCAA-ს „დეტროიტ მერსიში“ რომ თამაშობდა ახალი სეზონიდან ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო ჩემპიონატის (LEB Oro) გუნდ „კასერესში“ ჩაირიცხა და ჩინებულადაც ათამაშდა. მისი დებიუტი 7 ოქტომბერს „ალმანსასთან“ (71:86) მატჩში შედგა. ვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და...

დაუფასებელი გენიოსი
ჩანაწერი

დაუფასებელი გენიოსი

ლუჩანო სპალეტის უწოდეს დაუფასებელი გენიოსი, რომელმაც „ნაპოლი” ააღორძინა. ცნობამ ტოსკანელი მწვრთნელის წარმატების შესახებ ლა მანშს გადაღმაც დაიქუხა. ყველამ შეიტყო, რომ სპალეტის „ნაპოლი” იტალიასა და ევროპაში შოუებს დგამს. ბრიტანულმა მაუწყებელმა BBC-მ საგანგებო ყურადღება დაუთმო ნეაპოლელთა თავკაცს და გაიხსენა, რომ ის კამპანიელ გულშემატკივარს არ უყვარდა. მანქანაც კი მოპარეს და შეუთვალეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგიბრუნებთ, თუ ჩვენი გუნდის...

ეს ბიჭი მსოფლიომ შეიყვარა, ასეთი რამ კი ისტორიაში სულ რამდენჯერმე მოხდა
ჩანაწერი

ეს ბიჭი მსოფლიომ შეიყვარა, ასეთი რამ კი ისტორიაში სულ რამდენჯერმე მოხდა

„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მერვედფინალში გასვლა გაინაღდა, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. მან ევროპულ ფეხბურთთან საზღვარი გაავლო. მან ყველგან ყოველმხრივ კარგი ფეხბურთი ითამაშა და ყველას, ვინც კვარაცხელიას ვერ ამჩნევდა, იდიოტები ხართო, დაუძახა. შეიცვალა, სტადიონი, გარემოება და ცხრილში გუნდების ადგილმდებარეობა; არ შეცვლილა მხოლოდ „ნაპოლის” შედეგი — მან ერთ კვირაში მეორედ...

ახალი გუნდი
ჩანაწერი

ახალი გუნდი

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო. საქართველოსთან ერთად ჯგუფში უნგრეთის, ლიეტუვისა და მასპინძელი, შვეიცარიის ნაკრებებიც მოხვდნენ. ჯგუფიდან ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადის. მთავარ ფავორიტებად მადიარები მიიჩნევიან, მეორე ადგილისთვის პრეტენზიას კი, სწორედ შვეიცარია აცხადებს. ჩვენი გუნდი პირველ მატჩში მასპინძლებს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში 23:24 დამარცხდა. ამ მარცხმა მომდენო ეტაპზე გასვლის შანსები...

PLAYER OF THE MATCH
ჩანაწერი

PLAYER OF THE MATCH

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 მოუგო. უეფას დამკვირვებელთა ჯგუფმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. “მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო იყო, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მისმა სწრაფმა დრიბლინგებმა “ნაპილის” ფეხბურეთელებს კარგი საგოლე შანსები შეუქმნა” – წერს უეფას ოფიციალური გვერდი.

ბუდუს ამბავი…
ჩანაწერი

ბუდუს ამბავი…

უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ფეჰერვარმა“ შინ 0:1 წააგო „უიპეშტთან“. მასპინძელთა ჩვენიანი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ბუდუმ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს მაისურა გაუცვალა და „უიპეშტის“ გულშემატკივრებსაც მიესალმა, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ – ის ხომ შარშან „ფეჰერვარმა“ სწორედ „უიპეშტში“ გაანათხოვრა, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა. შესაბამისად, ბუდუს იქ...

თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა
ჩანაწერი

თუშიშვილი ბრინჯაოს დასჯერდა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრებაა დარჩენილი. მამაკაცთა შორის პირად პირველობაში, საქართველოს დელეგაციამ გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა ოქრო აიღო, ხოლო ლაშა ბექაურისა და ლუკა მაისურაძის ბრინჯაოს მედლებს, დასკვნით დღეს იგივე სინჯი მძიმე წონაში მოჭიდავე გურამ თუშიშვილმა შემატა. თუშიშვილმა სლოვენიელ ვიტო დრაგიჩისა და გერმანელ იოანეს ფრეისთან გამარჯვებების შემდეგ, მეოთხედფინალში კუბელ ენდი გრანდასთან...

გადავრჩი!
ჩანაწერი

გადავრჩი!

მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რუდიგერი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „შახტართან“ მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ (1:1), თვითმფრინავში თავშეხვეული ავიდა. საქმე ის არის, რომ 90-ე წუთზე ის საჯარიმოში მასპინძელთა მეკარე ანატოლი ტრუბინს თავით შეეჯახა, გოლიც გაიტანა და თავიც დაიზიანა. დასისხლიანებული ანტონიოს ფოტოები თითქმის ყველა სააგენტომ გაავრცელა. ამ გოლმა „რეალი“ ოფიციალურად გაიყვანა ტურნირის ფლეი-ოფში. თავად რუდიგერს კი მადრიდში...

წიტაიშვილის გოლი სიმბოლურით დაფასდა…
ჩანაწერი

წიტაიშვილის გოლი სიმბოლურით დაფასდა…

პოლონეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში პოზნანის „ლეხმა“ საკუთრ მოედანზე „რადომიაკს“ უმასპინძლა და 1:0 მოიგო. „ლეხის“ შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერები ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. გამარჯვების გოლი კი წიტაიშვილმა გაიტანა. პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) ოფიციალურმა ვებ გვერდმა საქართველოს 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტის თამაში სათანადოდ დააფასა და ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.