ესპანური პრიმერას 35-ე ტურში, 8 მაისს, მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრის წინ კი „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები პრინციპული მეტოქისთვის ბოლო დროს მიღებული საჩემპიონო დერეფნის მოწყობას არ აპიერებენ. ეს გადაწყვეტილება მათ ერთხმად მიუღიათ. ახლა ვითარებას კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნა თუ შეცვლის. მაგრამ, როგორც ჩანს, ბოსები თავს დიდად არ გამოიდებენ, რადგან, დერეფნის მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან გულშემატკივრები. შეგახსენებთ,...
წელი: 2022
საშველად მამა მოვიდა
კრისტიან პულიშიჩის მამამ ვაჟის დასაცავად ხმა აიმაღლა. მან დაიჩივლა, რომ მის შვილს „ჩელსიში” ხშირად არ ათამაშებენ. ამერიკელი დასავლეთ ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში უკვე ორი თვეა არ გამოჩენილა. კვირას, „ევერტონთანაც” სათადარიგო იყო და საქმეში გვიან ჩაერთო. მარკ პულიშიჩმა თავისი გულისწყრომა ტვიტერით გამოხატა, თუმცა შემდეგ რაც დაწერა, წაშალა. არადა, ჩიოდა, რომ თომას ტუხელი მის ვაჟს უფრო ხშირად არ...
მსაჯები ვალენსიას წინააღმდეგ
ვალენსიურმა დერბიმ „ღამურების” მოთმინების ფიალა აავსო. შაბათს „მესტალიაზე” გულშემატკივრები ყვიროდნენ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციაა, ხოლო ხოსე ბორდალასმა ხელი მსაჯებისკენ გაიშვირა. ლაპარაკია „ვალენსიასა” და „ლევანტეს” შორის გამართულ მატჩზე, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრის „მეფედ” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. superdeportes წერს, რომ ბორდალასმა პრეს-კონფერენციაზე თავი ვერ შეიკავა და მართალიც იყო. თებერვლის შემდეგ „ვალენსიას” წინააღმდეგ მსაჯებმა...
რა დროს მეექვსე-მერვე ადგილებია?
ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჯერ გაურკვევლობაშია და არ იცის, დარჩება თუ არა „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად. მეტი ამბიცია მაქვსო, ამბობს. „გუნდი ძალიან მომწონს, მაგრამ ზაფხულში ხელმძღვანელობას შევხდები და მომავალზე ვისაუბრებთ. ამბიცია არ მაკლია. ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს და მეექვსე-მერვე პოზიციისთვის ჭიდილი არ მიზიდავს“. ადრე იწერებოდა, რომ კონტეს პსჟ-ს მწვრთნელადაც განიხილავენ. გარდა ამისა, ინგლისურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, „ტოტენჰემის“...
ლუკას ოქრო
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ამჯერად ლუკა მაისურაძემ (90კგ) მოუტანა, ხოლო გურამ თუშიშვილმა – ბრინჯაო. მაისურაძემ ევროპირველობის ფინალში სერბ დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკენ მიავალ გზას კი მაისურაძე ესტონელი კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდის ძლევით შეუყვა, ვისაც სლოვაკი პეტერ ძილკა, რუმინელ ალექს კრეტი და უნგრელი კრისტიან ტოტი...
რაკი კლოპი რჩება…
„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ პეპ გვარდიოლა პრინციპში დათანხმდა „მანჩესტერ სიტის” დირექტორატს და 2025 წლამდე აპირებს „ეტიჰედზე” დარჩენას. რაკი ეს ასეა, ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდიც, სავარაუდოდ, სწორედ „სიტიში” გადავა და არა „რეალში”. კატალონიელი მწვრთნელის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება. როგორც გაზეთმა შეიტყო, ის და „სიტის” შეფები სიტყვიერად შეთანხმებულან, რომ თუ კონტრაქტს კიდევ ორი წლით...
42 და 42!
„რეალმა” შინ „ესპანიოლს” 4:0 მოუგო და 35-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. კარლო ანჩელოტის ბიჭებმა ტიტული სეზონის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს. გუნდმა მთელი ჩემპიონატი დამაჯერებლად ჩაატარა. „ლოს ბლანკოსის” გამარჯვებაში კარგა ხანია ეჭვი აღარავის ეპარებოდა. „რეალის” სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც პირველი შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან” სტუმრად წააგო 3:4. საპასუხო თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ოთხშაბათს,...
საუკეთესო მამარდაშვილი იყო, უარესი — მსაჯი
დავიწყოთ ხოსე ბორდალასით. „ვალენსიასა” და „ლევანტეს” 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელს ჰკითხეს: გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი ჩინებული მატჩი ჩაატარა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 20 მილიონი ევროა. ხომ არ იგეგმება ამ თანხის გაზრდა? ბორდალასმა უპასუხა: წარმოდგენა არ მაქვს. კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხები კლუბს ეხება; მათ შესახებ არაფერი ვიცი, ვერ დაგეხმარებით. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მამარდაშვილი...
გარდაიცვალა მინო რაიოლა
ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, ფილტვების უკმარისობა. რაიოლა ბევრი ტოპ ფეხბურთელის აგენტი გახლდათ. მისი კლიენტები იყვნენ: ჯანლუიჯი დონარუმა, ერლინგ ჰოლანდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, მარიო ბალოტელი, მარკო ვერატი… რაიოლას ქონება დაახლოებით 73 მილიონ ევროდაა შეფასებული. ადრე მედიაში დაიწერა, რომ წლულს 12 იანვარს, რაიოლას ფილტვის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ...
ევროტატო
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია! 22 წლის ქართველმა ეს მეორედ მოახერხა. კონტინენტის პირველობაზე, რომელიც ხვალ დამთავრდება, მან საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი შემატა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა ირგუნა. დავუბრუნდეთ გრიგალაშვილს: 81 კილოგრამ წონით კატეგორიამდე მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბელგიელი მატიას კასე დაამარცხა. მანამდე კი, ჩვენებურმა ჯერ ფინელი ოსკარ მაკინენი დაამარცხა, შემდეგ გერმანელ ტიმ გრამკოვი,...









