კრისტიან პულიშიჩის მამამ ვაჟის დასაცავად ხმა აიმაღლა. მან დაიჩივლა, რომ მის შვილს „ჩელსიში” ხშირად არ ათამაშებენ.
ამერიკელი დასავლეთ ლონდონელთა სასტარტო შემადგენლობაში უკვე ორი თვეა არ გამოჩენილა. კვირას, „ევერტონთანაც” სათადარიგო იყო და საქმეში გვიან ჩაერთო.
მარკ პულიშიჩმა თავისი გულისწყრომა ტვიტერით გამოხატა, თუმცა შემდეგ რაც დაწერა, წაშალა. არადა, ჩიოდა, რომ თომას ტუხელი მის ვაჟს უფრო ხშირად არ ათამაშებს და იმუქრებოდა, თუ ასე გაგრძელდება, ბიჭი იძულებული გახდება სხვა კლუბში გადავიდესო.
მამა-პულიშიჩი წერდა, რომ წინ დიდი ექვსი თვეა. რა ექვს თვეზეა ლაპარაკი? სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ დროზე.
ამასთან, მარკ პულიშიჩი ადასტურებდა, რომ მის ბიჭს „ჩელსი”, თანაგუნდელები და ლონდონი უყვარს.
მიმდინარე სეზონში ტუხელმა პულიშიჩი სასტარტო შემადგენლობაში სულ 10 შეხვედრაში ათამაშა. კონტრაქტის თანახმად ამერიკელმა „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ ორი წელიწადი უნდა გაატაროს.
კრისტიან პულიშიჩი „ჩელსიში” „დორტმუნდიდან” 2019 წელს გადავიდა და „ლურჯების” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში („ჩელსიმ” 1:0 მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს”) 66-ე წუთიდან ჩაერთო. მას შეუძლია თავდამსხმელის უკან ორივე ფრთაზე თამაში; აქვს ფორვარდობის ნიჭიც. პრობლემა კი ის არის, რომ ტუხელი ხშირად სამი მცველით, გარემარბების გარეშე თამაშობს.
მიმდინარე სეზონში ლონდონელებს პრემიერლიგაში ოთხი თამაში დარჩათ. მათ სათამაშო აქვთ აგრეთვე ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „ლივერპულთან”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
