მარტში, როდესაც რომან აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ „ჩელსის” ყიდის, დასძინა, ერთი პენის მოგებაც არ მინდა, ლონდონის კლუბი ჩემთვის ბიზნესი კი არა, გატაცება იყოო. მაისში რუსმა ოლიგარქმა პოზიცია შეცვალა. ახლა ის „ჩელსისთვის” ვალად მიცემულ 1,6 მილიარდი გირვანქის დაბრუნებას ითხოვს. აბრამოვიჩის გუნებ-განწყობის ასეთმა ცვლილებამ ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრო საგონებელში ჩააგდო. თუ მილიარდერი პირვანდელ პოზიციაზე არ დაბრუნდება,...
წელი: 2022
ლივერპულმა ნევილი არ გაახარა
ინგლისში თავისებური ურთიერთობები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება ნამდვილად გამორჩეული და სახალისოა. წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის პირველ ტაიმში ესპანურმა „ვილიარეალმა” „ლივერპულს” ორი გოლი გაუტანა. ამით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში გათანაბრდა და ლეგენდარული „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა, სატელევიზიო ექსპერტმა გარი ნევილმა სოციალურ მედიაში თავისი ორი ფოტო დადო. პირველი პირველ გოლს მიუძღვნა,...
რეალ ბეტისის თბილისის საფეხბურთო აკადემიაში მოზარდთა რეგისტრაცია დაიწყო
ესპანური საფეხბურთო კლუბი „რეალ ბეტისი“ საქართველოში საფეხბურთო აკადემიას (Betis Academy Tbilisi) აფუძნებს, რომელიც განთავსდება ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. „რეალ ბეტისის“ აკადემია ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას. თანამშრომლობა ითვალისწინებს, ესპანური საფეხბურთო გამოცდილების დანერგვას, აკადემიის აღსაზრდელების უმაღლეს დონეზე მომზადებას, მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებას და უცხოეთში გადამზადებას, ფეხბურთელების ესპანეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების...
გულში გერბი
თომას მიულერმა „ბაიერნთან“ კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი. ის ბავარიელთა რიგებში 2024 წლამდე დარჩება. მიულერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კლუბის მმართველთა თავკაცმა, ოლივერ კანმა: „თომას მიულერი ის კაცია, რომელიც „ბაიერნის“ გერბს გულში ატარებს. ის აბსოლუტური მისაბაძი მაგალითია. მემკვიდრეობითობა ყოველთვის ახასიათებდა „ბაიერნს“ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან ურთიერთობა გავიხანგრძლივეთ. ის არის ადამიანი, რომელიც...
რონალდუს საქმე ჯერ არ დამთავრებულა
გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 24-ე გოლი გაიტანა (18 პრემიერლიგაში). მან პენალტი დაარტყა. მანკუნიანელებმა „ბრანტფორდს” 3:0 მოუგეს. მიმდინარე სეზონში ეს იყო გუნდის ბოლო შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე”. მისი დამთავრების შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანს წრე შემოუარეს, გულშემატკივარს დაემშვიდობნენ და სწორედ ამ დროს მიაძახა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კამერას: ჩემი საქმე ჯერ არ დამთავრებულა! (I’m...
რას შვრები დურო, რჩები თუ მიდიხარ?
„ვალენსიას” უგო დუროს 4 მილიონ ევროდ გამოსყიდვის დრო ეწურება, ორი კვირაღა დარჩა, მადრიდელმა თავდამსხმელმა კი ამასობაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა — ლა ლიგაში მეშვიდე, ხოლო სულ მეათე. ამბობენ, რომ „ღამურების” მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კლუბის დირექტორებს აჩქარებს — დუროსნაირი ფორვარდის ხელში 4 მილიონად ჩაგდება სახეირო საქმეა. ბევრი კლუბი აქამდეც არ მიიყვანდა საქმეს. დურო „ხეტაფეს” აღზრდილი და...
უეფამ რუსეთი არ დაინდო
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუგრძელა. გარდა ამისა, რუსების განაცხადი 2028 ან 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე, უკანონოდ ჩაითვალა და არც განიხილა. რაც შეეხება სანქციებს: რუსეთის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ვეღარ ითამაშებს. ავტომატურად გადაინაცვლებს ბოლო ადგილზე და თუ გაისად დაუშვებენ, უკვე C ლიგაში ითამაშებს. რუსეთის ქალთა ნაკრები მოხსნილია ევრო...
ჩვენები საფრანგეში: ბიარიცი გავარდა, სხვები გასარკვევია
მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო ლიგის, საფრანგეთის ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორად ორი ტური დარჩა და თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება ამ ტურნირის შედეგების კონტურები. გასულ უქმეებზე გამართულ 7 მატჩში 14-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ცხადია, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჩვენს ინტერესს ტოპ 14-ისადმი. ცხრილის სათავეში 24-ე ტურის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა და ამ ეტაპზე დასკვნების...
ბასილაშვილმა ფონინი გაიარა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირაში მიუნხენის ტურნირზე ტიტული ვერ დაიცვა და ბლომად ქულები დაკარგა. შედეგად, ჩვენებური რეიტინგში დაქვეითდა ახლა 27-ე ჩოგანია. დანაკლისის ანაზღაურებას ბასილაშვილი მადრიდში შეეცდება, რომლის პირველ წრე უკვე დაძლია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა იტალიელ ფაბიო ფონინის ორ სეტში – 7:5; 6:4 მოუგო. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელი ბლომად შეცდომებს უშვებდა. მხოლოდ პირველ...
პირლო სპეციალურად სპეციისთვის?
დიდი შანსია, ანდრეა პირლო სერია A-ში დაბრუნდეს. კერძოდ, „სპეციას“ მწვრთნელი გახდეს. ამ კლუბს ახლა ტიაგო მოტა წვრთნის და პროგრამა-მინიმუმი თითქმის შეასრულა კიდეც: ფაქტიურად, შეინარჩუნა ადგილი უძლიერესთა შორის. და მომდევნო სეზონისთვის უკვე პირლოს ამზადებენ? ასე წერს იტალიური პრესა. შეგახსენებთ, პირლო „იუვენტუსს“ თავკაცობდა და შარშანდელი მაისიდან თავისუფალია. იანვარში ასევე სერია A-ს „სალერნიტანას“ უკავშირებდნენ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა....









