უეფამ რუსეთი არ დაინდო

Home კატეგორიის გარეშე უეფამ რუსეთი არ დაინდო
უეფამ რუსეთი არ დაინდო

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუგრძელა. გარდა ამისა, რუსების განაცხადი 2028 ან 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე, უკანონოდ ჩაითვალა და არც განიხილა.

FIFA and UEFA suspend Russia and Russian clubs indefinitely - Sounder At  Heartრაც შეეხება სანქციებს: რუსეთის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში ვეღარ ითამაშებს. ავტომატურად გადაინაცვლებს ბოლო ადგილზე და თუ გაისად დაუშვებენ, უკვე C ლიგაში ითამაშებს.

რუსეთის ქალთა ნაკრები მოხსნილია ევრო 2022-ის ფინალური ეტაპიდან და პორტუგალია ჩაანაცვლებს.

რუსეთის ქალთა ნაკრები მონაწილეობას ვერ მიირებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. იგივე ელის ახალგაზრდულ ნაკრებსაც, რომელსაც 2023 წლის ევროპირველობის შესარჩევი მატჩები უნდა ეთამაშა.

რუსული კლუბები არ ითამაშებენ უეფას 2022-23 წლების ევროთასებზე (ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა, კონფერენციის ლიგა, ქალთა ჩემპიონთა ლიგა, ახალგაზრდული ლიგა).

რუსეთს ამ სეზონისთვის მიენიჭება უეფას ყველაზე ცუდი კოეფიციენტი ბოლო 5 სეზონის განმავლობაში (4.3 ქულა).

სანქციები დაედოთ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებსა და ფუტსალის გუნდებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.