დიდი შანსია, ანდრეა პირლო სერია A-ში დაბრუნდეს. კერძოდ, „სპეციას“ მწვრთნელი გახდეს. ამ კლუბს ახლა ტიაგო მოტა წვრთნის და პროგრამა-მინიმუმი თითქმის შეასრულა კიდეც: ფაქტიურად, შეინარჩუნა ადგილი უძლიერესთა შორის.
და მომდევნო სეზონისთვის უკვე პირლოს ამზადებენ? ასე წერს იტალიური პრესა.
შეგახსენებთ, პირლო „იუვენტუსს“ თავკაცობდა და შარშანდელი მაისიდან თავისუფალია. იანვარში ასევე სერია A-ს „სალერნიტანას“ უკავშირებდნენ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. ისე, პირლო როგორც თამაშობდა, გეგონება წარმოუდგენელიცაა, მისგან მაგარი მწვრთნელი როგორ არ უნდა დადგეს. მაგრამ მწვრთნელობას სხვა მუღამები სჭირდება და მხოლოდ ჭკვიანი ფეხბურთელობა არ შველის.
პირლო ჯერ ახალგაზრდაა და თავისუფლად შეიძლება, სამწვრთნელო საქმიანობაშიც დიდ შედეგებს მიაღწიოს. „იუვენტუსით“ არაფერი იწყება და მით უმეტეს, მთავრდება…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
