თვე: აგვისტო 2022

Home 2022 აგვისტო
მამარდას ფორთოხალი ერგო
ჩანაწერი

მამარდას ფორთოხალი ერგო

თუ ჯენარო გატუზოს ამოცანა ის არის, რომ გიორგი მამარდაშვილს ფეხით ან ცენტრალურ მცველად თამაში ასწავლოს, მაშინ ის მიზანს აშკარად მიაღწევს. პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა, როდესაც მეტოქე ეგრეთწოდებულ მაღალ პრესინგს თამაშობს, „ვალენსიას” თავისი საჯარიმოდან ბურთი ჯერ მაინც ვერ გამოაქვს ყოჩაღად, რისკის ზღვარზეა. საშიშია, მეტოქემ მეკარეს ან მცველს პასი არ ჩაუჭრას და კარში არ შეუგდოს. სხვა მხრივ, გატუზოს...

საქართველომ უნგრეთთან მეორეც წააგო
ჩანაწერი

საქართველომ უნგრეთთან მეორეც წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უნგრეთთან მეორე თამაშიც წააგო. მადიარებისა და ილიას ზუროსის გუნდის დღევანდელი თამაში დახურული იყო, მაგრამ უნგრული მედიის ცნობით, შეხვედრა მასპინძლებმა 78:75 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედში 24:20 იმარჯვა, შემდეგ კი ყველა პერიოდი დათმო. განსაკუთრებით ცუდად გვხვდება თვალში მეორე პერიოდის ანგარიში – 10 წუთში ჩვენებმა მხოლოდ 8 ქულა მიითვალეს. მეტს ამ თამაშზე ვერაფერს გეტყვით…...

გააგრძელე და მიიღე
ჩანაწერი

გააგრძელე და მიიღე

ლებრონ ჯეიმს ორი არჩევანი აქვს – თუ იგი „ლეიკერსთან“ არსებულ ხელშეკრულებას 1 წელს დაამატებს, ასეთ შემთხვევაში 47 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო თუ კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს მისი ხელფასი ჯამში 97 მილიონს გაუტოლდება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესების მიხედვით ლებრონს 2023 წლის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე კონტრაქტის გახანგრძლივება 4 აგვისტოდან მოყოლებული ნებისმიერ დროს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ლებრონ...

ინგლისის ოქტომბერი აგვიტოშია
ჩანაწერი

ინგლისის ოქტომბერი აგვიტოშია

მას შემდეგ, რაც ინგლისის ქალთა ნაკრებმა ევრო 2022 მოიგო, ქვეყანაში ნამდვილი ძულომმანიაა (ძუ ლომების ტრიუმფი). ჯერ ხომ ლამის მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩაში მოგებული ფინალის შემდეგ. ახლა კი, უემბლიზე, მსოფლიო ჩემპიონ აშშ-თან ამხანაგური მატჩის ბილეთები 24 საათში მთლიანად გაიყიდა. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ვებ-გვერდი რამდენჯერმე გადაიტვირთა. მომხმარებლები ამბობენ, რომ რვა საათის განმავლობაში უწევდათ კომპიუტრთან ონლაინ ყოფნა, ბილეთების...

ჩელსი ცხრა ნომრის გარეშე იწყებს
ჩანაწერი

ჩელსი ცხრა ნომრის გარეშე იწყებს

„ჩელსის” თავკაცმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ მათ გუნდში ცხრა ნომრიანი მაისურა დაწყევლილია და მისი ჩაცმა არავის უნდა. დასავლეთ ლონდონელები ახალ პრემიერლიგურ ორომტრიალში დღეს ებმებიან. ისინი ლივერპულში „ევერტონს” უნდა შეხვდნენ, მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელის კლასიკური მაისურისა და კაცმა რომ თქვას, თავად ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე. ბოლო ცნობილი ფეხბურთელი, ვინც „ჩელსიში” ცხრანომრიანი მაისურით თამაში გაბედა, გახლდათ 97,5 მილიონ...

პრემიერლიგა არსენალის მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

პრემიერლიგა არსენალის მოგებით დაიწყო

პრემიერლიგა დაიწყო! „არსენალმა” აჩვენა, რომ სხვა გუნდია და იმას, რაც ერთი წლის წინ, გასული სეზონის პირველ ტურში დაემართა, აღარ გაიმეორებს. შარშან, 13 აგვისტოს „მეთოფეებმა” ბრენტფორდში 0:2 წააგეს. ამჯერად, სტუმრად, „კრისტალ პალასს” პირველი გოლი გაბრიელ მარტინელიმ გაუტანა, მეორე კი მარკ გუეიმ 85-ე წუთზე თავის კარში შეაგდო. გულახდილად რომ ვთქვათ, მიკელ არტეტას გუნდს საჩემპიონო თამაში ნამდვილად არ უჩვენებია,...

ქალები მედლის შანსს იტოვებენ
ჩანაწერი

ქალები მედლის შანსს იტოვებენ

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა რუმინეთი 2.5:1.5 დაამარცხა. პარტია მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა მოიგო, ხოლო ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე ყაიმს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრებს უკრაინელთა და სომხების დარად 12 ქულა აქვს და 2-4 ადგილებს იყოფს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით ორივე გუნდს ჩამორჩება. ლიდერი კი, ინდოეთის ნაკრებია, რომელსაც 14...

ცუდი და იმედიანი
ჩანაწერი

ცუდი და იმედიანი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა უნგრეთთან და 88:89 დამარცხდა. ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად – საქართველომ ცუდად ითამაშა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისა და ევრობასკეტის მოსამზადებელი პერიოდის ამხანაგური მატჩი. მადიარებთან შეხვედრაში ილიას ზუროსი ბევრს დაინახავდა: – ჩვენები მეტოქეს პერიმეტრზე ვერაფერს უხერხებდნენ… – სათადარიგოთა სკამი მოკლე გვაქვს და ძირითადი დატვირთვა რამდენიმე კალათბურთელზე მოდის… –...

მამუს გარეშე და მაკფადენთან ერთად
ჩანაწერი

მამუს გარეშე და მაკფადენთან ერთად

სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სრული დატვირთვით სავარჯიშოდ გუშინ უნდა შეერთებოდა, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო თბილისში დაბრუნება მოუწია და ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში 7 აგვისტოს დახვდება. 7 აგვისტოს ჩამოვა თბილისში მთლიანად ნაკრებიც, რომელმაც სლოვენიიდან უნგრეთში გადაინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდი ქალაქ კეჩკემეტში 5 და 6 აგვისტოს, იქაურ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდების გადაწყვეტილებით, მეორე შეხვედრა სავარჯიშო...

ნაპოლის ნავასიც უნდა
ჩანაწერი

ნაპოლის ნავასიც უნდა

ბოლო ცნობების თანახმად „ნაპოლი” კეილორ ნავასის ყიდვაზე მუშაობს. იმავდროულად, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი „ჩელსიდან” კეპა არისაბალაგას გადაბირებასაც აპირებს. პარტენოპეელები (პარტენოპეის რესპუბლიკა იყო ნახევრად ავტონომიური წარმონაქმნი ნეაპოლის სამეფოს ტერიტორიაზე, რომელსაც საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა უჭერდა მხარს. მან იარსება 1799 წლის 21 იანვრიდან 13 ივნისამდე. მის გამო კლუბ „ნაპოლის” ფეხბურთელებს პარტენოპეელებს ეძახიან) გამალებულები ეძებენ მეკარეს. კოლუმბიელი დავიდ ოსპინა ივლისში...