ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა. მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა პოლონეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი გააფორმეს, ნინო ბაციაშვილმა კი მოიგო, მაგრამ სალომე მელია დამარცხდა. სადღეისოდ ინდოეთს 17 ქულა აქვს, ხოლო პოლონეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და საქართველოს – 16-16. დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მეხუთე ადგილზეა. ბოლო ტურში...
აბსოლუტური სიყალბე
„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის გარემოცვამ უარყო ინფორმაცია, თითქოს 35 წლის არგენტინელი „ბარსელონას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ესაუბრება და გაისად კატალონიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. ამ ამბავს მათ „აბსოლუტური სიყალბე“ უწოდეს. მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 13 წლის მიიყვანეს. ჯამში, პირველი გუნდის შემადგენლობაში მან 776 მატჩი ჩაატარა, 670 ბურთი გაიტანა და 302 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბარსელონას“ ის 2021 წლის...
ერთმანეთს დაერივნენ
ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედი” უცნაური ამბების პოლიგონად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ, კლუბმა რამდენი თავკაციც გამოიცვალა, იმდენს მოეცარა ხელი. აგერ, გუშინაც, ერიკ ტენ ჰაგმა „ოლდ ტრეფორდზე” თავისი მოღვაწეობა „ბრაიტონთან” 1:2 წაგებით დაიწყო და მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე თქვა, საქმეების ერთ დღეში გამოსწორებას ნურავინ ელითო. ტრიბუნაზე კი მაყურებელმა იჩხუბა. თან, მანჩესტერელები ბრაიტონელებს...
ნაპოლის ანგისა უნდა
მაშინ, როდესაც ფაბიან რუისი „ნაპოლიმ” სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად გაიყვანა და როგორც ამბობენ მისი შეძენით „პარი სენ ჟერმენი” დააინტერესა, საფრანგეთის მეორე კლუბმა „მონაკომ” 26 წლის კამერუნელ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაადგა თვალი, თუმცა ნეაპოლელთაგან უარი მიიღო. „ნაპოლისა” და რუისის ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის ივნისამდე. როგორც ამბობენ, მისი გაგრძელების შანსი არ არსებობს. ანგისა კი ნეაპოლელებს გასაყიდად არ ემეტებათ....
საქართველოს ლიდერობა გაექცა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა დღეს გალიდერების შანსი დაკარგა. საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე ტურში, პირველ ადგილზე მყოფმა ინდოეთის ნაკრებმა პოლონეთთან 1.5:2.5 წააგო. ჩვენებს უკრაინასთან უნდა მოეგოთ და გალიდერდებოდნენ. თუმცა, ეს ვერ მოახერხეს – 2:2. არადა, მოგებაც შეიძლებოდა: ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა მარია მუზიჩუკთან და და ანა უშენინასთან სწრაფი ყაიმი გააფორმეს, ხოლო დანარჩენ ორ დაფაზე ჩვენების უპირატესობა...
ცრვენა ზვეზდამ ჰერკულესი გამოაჩინა
„ჰერკულესი ჩვენია“, – ასე შეეგებნენ ბელგრადში ჩვენებურ ირაკლი აზაროვს, რომელმაც ადგილობრივ „ცრვენა ზვეზდასთან“, სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზაროვი ბელგრადში „ბათუმიდან“ გადავიდა. ფეხბურთელის სანაცვლოდ საქართველოს ჩემპიონები 300 ათას ევროს მიიღებენ და სამომავლო სატრანსფერო თანხის 20 პროცენტსაც… სერბული პრესა წერს, რომ აზაროვი ხელფასი წელიწადში 250 000 ევრო იქნება. „ცრვენა ზვეზდას“ 1991 წელს ჩემპიონთა თასი აქვს...
23 კაცის 8 ლელო
ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის გასული ევროსეზონი იშვიათად ხვავრიელი გამოდგა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენებურები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, კერძოდ, ამ მწვერვალს ბორჯღალოსნები მიხეილ ნარიაშვილი და გელა აფრასიძე შეწვდნენ თავიანთ „მონპელიესთან“ ერთად. საერთაშორისო არენაზე კი ორმა ისეთმა კლუბმა ისახელა თავი, რომლებშიც ასევე თამაშობენ ქართველები. ჩემპიონთა თასის მფლობელი ისტორიაში პირველად გახდა ფრანგული „ლა როშელი“, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში ბორჯღალოსანი ბურჯი...
წყვილი მოგება
44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მერვე ტურში საქართველოს ორივე ნაკრებმა მოიგო. ქალთა ნაკრები სომხეთს მოუგო – 3.5:0.5. საკუთარი პარტიები მოიგეს ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა, ხოლო სალომე მელია მეტოქეს დაუზავდა. რვა ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს 14 ქულა აქვს და მხოლოდ ინდოეთს (15) ჩამორჩება. ინდოელები წუხელ უკრაინას დაუზავდნენ – 2:2. უკრაინას, პოლონეთის, ბულგარეთს, ყაზახეთსა და...
ცუდი ამხანაგობა და ხვიჩას ერთი მომენტი
„ნაპოლიმ” „ესპანიოლთან” 0:0 ითამაშა. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც ამხანაგობისა არაფერი ეტყობოდა, რადგან ხშირი იყო უხეშობა, განსაკუთრებით ბარსელონური გუნდის მხრიდან. ნეაპოლელთაგან გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენსა და ერვინგ ლოსანოს შეეძლოთ. „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პროტოკოლი დაარღვია და ლუჩანო სპალეტისთან სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ერთ ეპიზოდში ის თანამსაჯთან მივიდა და რაღაცის მტკიცება დაუწყო. ტაიმის ბოლოს მსაჯსაც შეჰკადრა...
გონსალო გედეში ინგლისს გაემგზავრა
„ტროფეო ნარანხაზე”, „ვალენსიასა” და „ატალანტას” შეხვედრაში (2:1) ესპანური გუნდის გულშემატკივარს თვალში პორტუგალიელი ვარსკვლავის გონსალო გედეშის არყოფნა მოხვდა. ტრიბუნებზე ათასი ჭორი გავრცელდა. საინტერესო ის იყო, რომ გედეში თამაშის დაწყების წინ თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან ერთად გავიდა მოედანზე და ხალხს მიესალმა. მან მატჩს „მესტალიას” VIP-ლოჟიდან ადევნა თვალი. მის გვერდით ისხდნენ მარკოს ანდრე, გაბრიელ პაულისტა და „ღამურების” ყოფილი ფეხბურთელი...









