გახსოვთ, გამოძიება გრანიტ ჯაკას გაფრთხილებასთან დაკავშირებით? ეს გასულ სეზონში, „არსენალისა” და „ლიდსის” შეხვედრაში მოხდა. და აი, გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამ ყვითელი ბარათის კვალს ალბანურ მაფიასთან მივყავართ. გაფრთხილების გარშემო რაღაც პატიოსნად რომ არ იყო, თავდაპირველად იმიტომ იფიქრეს, რომ „ელანდ როუდზე” გამართული შეხვედრის („არსენალმა” 4:1 მოიგო) მიწურულს ტოტალიზატორებში შევიდა 52 000 გირვანქა. მავანნი ფსონს ჩამოდიოდნენ, რომ...
ბალასტი და ბარსელონა
დღეს, „ბარსელონაში” ჩავი 33 ფეხბურთელთან მუშაობს, ლა ლიგა კი განაცხადში 25 კაცის შეყვანის უფლებას იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კლუბი ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაუშვებს, ხელფასებთან დაკავშირებულ არეულობას მაისურებთან დაკავშირებული არეულობაც დაემატება — მოთამაშეთა მთელი ჯგუფი ნომრების გარეშე დარჩება. ფეხბურთელების სიჭარბის პრობლემა აშკარაა და ამ ხალხს შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ორი კაცი, რომელთა გადაბირებაც „ბარსელონას” დირექტორატს...
სანშეში გალტიემ პარიზში წაიყვანა
გახსოვთ რენატუ სანშეში? პორტუგალიელი ვარსკვლავბიჭუნა? ევრო 2016-ის ჩემპიონი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? მაშინ 18 წლის იყო და „ბენფიკაში“ თამაშობდა. მერე იყო „ბაიერნი,“ „სუონსი“ და „ლილი.“ თითქმის ყველას მიავიწყდა. მაგრამ დღეს ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა – სანშეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. პარიზელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენციაზე თქვა: „სწორედ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა. რენატუ...
ლესტერი ოდისეასს მიადგა
„ლესტერი,“ დიდი ალბათობით, „ბენფიკას“ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს გადაიბირებს. „მელიები“ 28 წლის ბერძენ კარის დარაჯში კასპერ შმეიხელის შემცვლელს ხედავენ. 11-წლიანი ლესტერული კარიერის შემდეგ ხომ, დანიელი ფრანგულ „ნიცაში“ გადავიდა. ვლახოდიმოსი ლესტერშირელთა მათავარი სატრანსფერო სამიზნეა. თუმცა, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ისინი „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ალექს მერეტის თაობაზე დაელაპარაკებიან. გასულ სეზონში ვლახოდიმოსმა „ბენფიკას“ მაისურით ჯამში 48 შეხვედრაში ითამაშა და 51...
ხვიჩას პენალტი
კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, „ჟირონას” 3:1 მოუგო. ბოლო გოლი თავისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მატჩის დამთავრების შემდეგ, რადიო Kiss Kiss Napoli-თვის მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „კვარა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. ის ძალიან ტექნიკურია, კაცზე ჯიქურ მიდის, რთული სიტუაციებიდან კარგად ძვრება და მნიშვნელოვან გაგრძელებებსაც პოულობს. მისი ძალა თქვენ...
სილესენი წავიდა, ვალენსიამ წააგო
გიორგი მამარდაშვილის კოლეგა-კონკურენტი ჯასპერ სილესენი სამშობლოში, ჰოლანდიაში ბრუნდება — ის „ნაიმეგენში” ითამაშებს. ადრეც გვითქვამს, რომ სილესენი „ვალენსიას” ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელი იყო. მისი გაყიდვით „ღამურებმა” იშოვეს ფული, რომლითაც შეძლებენ რეგისტრაციაში გაატარონ ახალწვეულები სამუ კასტილეხო და სამუელ ლინო. უახლოეს მომავალში კლუბი ოფიციალურად მოაგვარებს მამარდაშვილის საკითხსაც — ახალ კონტრაქტს დაუმტკიცებს. სილესენი კლუბს ფინანსურ ტვირთად აწვა. როგორც AS...
პრემიერლიგა ლივერპულს მოაგებინეს
სუპერკომპიუტერმა, რომელიც პროგნოზს უამრავი ანალიტიკური თუ სტატისტიკური მონაცემების გადამუშავების საფუძველზე აკეთებს, 2022-2023 წლების პრემიერლიგის სეზონში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი „ლივერპულს“ მისცა (49,7%). შემდეგ მოდის „მანჩესტერ სიტი“ (47%). ოთხეულში ასევე უნდა მოხვდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ (25,56%) და „არსენალი“ (22%). „ტოტენჰემს“ (1,81%) და „ჩელსის“ (1,10%) საკმაოდ დაბალი პროცენტი მისცეს. დანარჩენ გუნდებს კი გამარჯვების 0,2%-ზე ნაკლები შანსი აქვთ. ასევე...
ჟოტა ლივერპულში 2027 წლამდე
პორტუგალიელმა დიოგუ ჟოტამ „ლივერპულთან“ კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, მერსისაიდულ კლუბში ის 2027 წლამდე დარჩება. ამ სიახლემ „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი აღაფრთოვანა. „შესანიშნავი, შესანიშნავი სიახლეა. მისი უნარები არაჩვეულებრივია. ყველა ხედავს რაოდენი მუხტი მოიტანა გუნდში მოსვლისთანავე. ბევრი გოლი გააქვს, გუნდურადაც კარგად თამაშობს. მისი პრესინგი და კონტრპრესინგი გასაოცარ დონეზეა. ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და...
რატომ დაუკრეს ლივერპულის ჰიმნი არსენალის ბაზაზე?
ინგლისში გამოვიდა დოკუმენტური სერიალი „არსენალის” შესახებ, რომელსაც ჰქვია „ყველაფერი ან არაფერი”. მის ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია, თუ როგორც აკვრევინებს ვარჯიშზე „მეთოფეთა” მწვრთნელი მიკელ არტეტა „ლივერპულის” ჰიმნად შერაცხულ სიმღერას You’ll Never Walk Alone (შენ არასდროს ივლი მარტო). ადვილი მისახვედრია, რომ ეს „ენფილდ როუდზე” თამაშის წინ ხდება. „ლივერპულთან” დაპირისპირება ყოველთვის ძალიან ძნელია, განსაკუთრებით თუ მატჩი მის სტადიონზე ტარდება....
რონალდუსთვის ეს შეურაცხყოფაა
ისევ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: პორტუგალიელი ვარსკვლავის „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი კვლავ გასარკვევია. იმავდროულად, ჩემპიონატი რომ დაიწყება, მას სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა. 37 წლის თავდამსხმელისთვის ეს შეურაცხმყოფელია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გამოტოვა „იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებები ბანგკოკსა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც „რაიო ვალეკანოსთან” ამხანაგური შეხვედრის ერთ ტაიმში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ასეთი მომზადება ჰოლანდიელი მწვრთნელისთვის ერიკ ტენ...









