გახსოვთ რენატუ სანშეში? პორტუგალიელი ვარსკვლავბიჭუნა? ევრო 2016-ის ჩემპიონი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? მაშინ 18 წლის იყო და „ბენფიკაში“ თამაშობდა.
მერე იყო „ბაიერნი,“ „სუონსი“ და „ლილი.“ თითქმის ყველას მიავიწყდა. მაგრამ დღეს ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა – სანშეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა.
პარიზელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენციაზე თქვა: „სწორედ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა. რენატუ ძალიან ნიჭიერია და კარგად იცის ფრანგული ფეხბურთი.“
არაოფიციალური მონაცემებით, პსჟ-მა პორტუგალიელ ნახევარმცველში დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაიხადა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
