როგორც ჩანს „ნაპოლის” უკვე აქვს „ბ” გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუდი გარსია საბოლოოდ ჩაფლავდება. როგორც RMC Sport (რადიო მონტე კარლო) წერს, „პარტენოპეელები” იკვლევენ, რამდენად შეძლებს „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი თავკაცი კრისტოფ გალტიე თანამემამულის საქმის გამოსწორებას. გალტიემ პარიზული გუნდი ივნისში დატოვა. ამბობენ, რომ მისი სამსახურში აყვანა „მარსელსაც” უნდა, თუმცა საპორტო ქალაქის კლუბი ბოლოს თითქოს ჯენარო გატუზოზე...
ჭდე: კრისტოფ გალტიე
გალტიეს შესახებ ეკიპმა პირველ გვერდზე დაწერა
კრისტოფ გალტიე შესაძლოა ნამდვილად გახდეს „ნაპოლის” მწვრთნელი. ამის ერთ-ერთი მტკიცე მინიშნება გალტიეს სამშობლოში, საფრანგეთში გამოჩნდა. იქ, გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა „ეკიპმა” მწვრთნელისა და „აძურის” თემას არც მეტი-არც ნაკლები პირველი გვერდი მიუძღვნა. ყველაზე დიდტირაჟიანი ფრანგული სპორტული გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილია სურათი, რომელზეც გამოსახულია გალტიე „ნაპოლის” ემბლემის ფონზე. ეგრეთწოდებული ჰედლაინი ასეთია: „გალტიე ვულკანის ძირში”. ფოტოს მიმდებარე ტექსტში წერია:...
გალტიე სხვებსაც უნდა
„ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს. ბოლო კანდიდატი, ვისზეც უკვე რამდენიმე დღეა დაბეჯითებით ლაპარაკობენ გახლავთ კრისტოფ გალტიე. მას მერე, რაც ის ახსენეს, სხვა იტალიელ თუ უცხოელ მწვრთნელებზე ლაპარაკი თითქოს შენელდა. დღე ისე არ გავა, გალტიესთან დაკავშირებით თუნდაც ერთი მცირე ინფორმაცია არ გამოქვეყნდეს. წინა დღის ცნობებს ერთი რამ, თუნდაც უმნიშვნელო არ დაემატოს. ამ...
იტალიურ პრესაში გაჟონა: ოსიმენს გალტიეზე უთქვამს…
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის” ხელმძღვანელობას კრისტოფ გალტიეს მწვრთნელად დანიშვნა არ ურჩია. ეს ინფორმაცია იტალიურმა პორტალმა Foot Mercato-მ გაავრცელა. ცხადია, ლაპარაკია კულუარულ ამბავზე, თორემ ნიგერიელს ფრანგის წინააღმდეგ საჯაროდ არსად არაფერი უთქვამს. მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. მას მერე, რაც გუნდი ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, მედიაში ათასი გვარი ტრიალებს. „აძურის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ახალ...
ამ კვირაში გალტიე გამოჩნდება
დღე არ გავა იტალიურ მედიაში „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელის ძიების შესახებ რამე ახალი რომ არ დაწერონ ან თუნდაც ძველი არ გაიმეორონ. ასახელებენ სხვადასხვა კანდიდატებს, თუმცა მეტწილად ერთსა და იმავე ხალხს უტრიალებენ. ბოლოს ითქვა, რომ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის სიას ახალი კანდიდატი პაულო სოუზა შეემატა. ისიც ითქვა, თითქოს პორტუგალიელის დადებითი პასუხის შემთხვევაში ლუჩანო სპალეტის შემცვლელის ძებნას...
დიუგარი ნეიმარის ტრავმით ბედნიერია
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (1994-2002 წლებში) კრისტოფ დიუგარი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმას გამოეხმაურა. ნეიმარს მუხლის ტკივილის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. „ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო გუნდში არ არის. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა პსჟ-ის მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. რაღაც მომენტში მას მოუწევდა გამბედაობის გამოჩენა და ბრაზილიელის მოშორება. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა...
სანშეში გალტიემ პარიზში წაიყვანა
გახსოვთ რენატუ სანშეში? პორტუგალიელი ვარსკვლავბიჭუნა? ევრო 2016-ის ჩემპიონი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? მაშინ 18 წლის იყო და „ბენფიკაში“ თამაშობდა. მერე იყო „ბაიერნი,“ „სუონსი“ და „ლილი.“ თითქმის ყველას მიავიწყდა. მაგრამ დღეს ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა – სანშეში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. პარიზელთა ახალმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენციაზე თქვა: „სწორედ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა. რენატუ...
პსჟ-ს მტერი, პსჟ-ს მწვრთნელი
გაიცანით, პსჟ-ს ახალი მწვრთნელი – 55 წლის მარსელელი კრისტოფ გალტიე… კაცი, რომელმაც შარშან საფრანგეთში პარიზული კლუბის ჰეგემონია დაამხო და „ლილი“ ქვეყნის ჩემპიონობამდე მიიყვანა. „პარი სენ-ჟერმენის“ ეს გადაწყვეტილება დიდი მოულოდნელობა იყო საფეხბურთო სამყაროსთვის. კლუბის ახალ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ, ჩანს ვერ შეთანხმდნენ. მაურისიო პოჩეტინოს გაშვება კი პარიზელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ხოლო...
ლილის გიჟს გალტიე შეცვლის
„ლილის“ მწვრთნელი 51 წლის კრისტოფ გალტიე გახდა. ამავე კლუბის ყოფილმა ( 1987-1990 ) ფეხბურთელმა ცხრილში ჩაკარგული გუნდი ჩაიბარა და გავარდნას უნდა გადაარჩინოს. „ლილს“ ივნისიდან მარსელო ბიელსა – მეტსახელად „გიჟი“ – თავკაცობდა, მაგრამ 19 მატჩში 19 ქულაზე მეტი ვერ მოაგროვა და 15 დეკემბერს დაითხოვეს. ბიელსა დროებით შეცვალა ოლივიე დალოლიომ და ორ მატჩში გაუძღვა გუნდს, თუმცა ვერც...








