დღე არ გავა იტალიურ მედიაში „ნაპოლის” მომავალი მწვრთნელის ძიების შესახებ რამე ახალი რომ არ დაწერონ ან თუნდაც ძველი არ გაიმეორონ. ასახელებენ სხვადასხვა კანდიდატებს, თუმცა მეტწილად ერთსა და იმავე ხალხს უტრიალებენ. ბოლოს ითქვა, რომ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის სიას ახალი კანდიდატი პაულო სოუზა შეემატა. ისიც ითქვა, თითქოს პორტუგალიელის დადებითი პასუხის შემთხვევაში ლუჩანო სპალეტის შემცვლელის ძებნას წერტილი დაესმება, მაგრამ Sportitalia-ს სატრანსფერო საქმეთა ექსპერტმა ალფრედო პედულამ თავის ინტერნეტ გვერდზე ცოტა სხვანაირად დაწერა:
„დე ლაურენტისი პაულო სოუზას ნამდვილად შეხვდა, ოღონდ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია”.
შემდეგ პედულა ამტკიცებს, რომ რომაელი კინოპროდიუსერი კრისტოფ გალტიეს ამბის გარკვევას ელოდება. ექსპერტის აზრით, ამ მხრივ გადამწყვეტი ერთი კვირა იქნება. გალტიეს ჯერ კიდევ აკავშირებს კონტრაქტი „პარი სენ ჟერმენთან”.
კრისტოფ გალტიე პარიზულ კლუბს 2022 წლის 5 ივლისს ჩაუდგა სათავეში. მან „პარკ დე პრენსზე” მაურისიო პოჩეტინო შეცვალა. გალტიემ პსჟ-ში მიიყვანა უგო ეკიტიკე, ნორდი მუკიელე, ფაბიან რუისი, რენატო სანჩესი, ვიტინია და გიორგი მამარდაშვილის ვალენსიელი თანაგუნდელი კარლოს სოლერი.
მანამდე გალტიეს მწვრთნელად უმუშავია „სენტ ეტიენში”, „ლილსა” და „ნიცაში”. ის 56 წლის არის. ფეხბურთელობის დროს მცველი იყო. მეტწილად ფრანგულ გუნდებში თამაშობდა. იტალიაში, კერძოდ „მონცაში” 1997-98 წლები გაატარა. საფრანგეთის ნაკრებში არ უთამაშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
