გაიცანით, პსჟ-ს ახალი მწვრთნელი – 55 წლის მარსელელი კრისტოფ გალტიე… კაცი, რომელმაც შარშან საფრანგეთში პარიზული კლუბის ჰეგემონია დაამხო და „ლილი“ ქვეყნის ჩემპიონობამდე მიიყვანა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ეს გადაწყვეტილება დიდი მოულოდნელობა იყო საფეხბურთო სამყაროსთვის. კლუბის ახალ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა თითქოს გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ, ჩანს ვერ შეთანხმდნენ. მაურისიო პოჩეტინოს გაშვება კი პარიზელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ხოლო ზიდანი ახლა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად ითვლება. ყატარული მონდიალის შემდეგ ხომ დიდიე დეშამი თანამდებობიდან მიდის, შედეგის მიუხედავად…
გალტიემ პსჟ-ში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება, მერე კი სათქმელს მისივე შედეგები იტყვიან. ის ბოლოს „ნიცას“ მწვრთნელი გახლდათ, სადაც „ლილიდან“ სწორედ საჩემპიონო სეზონის შემდეგ გადაბარგდა და გუნდი მეხუთე ადგილზე გაიყვანა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
