უიმბლდონი დასასრულისკენ მიდის. როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, ორსაც დღეს გავიგებთ.
ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უმძიმეს ბრძოლაში იტალიელი იანიკ სინერი დაამარცხა. არადა, თავდაპირველად აპენინელი იგებდა და სეტებში 2:0 დაწინაურდა. თანაც ისე, რომ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეჩოგნეს პირველი სეტი 1:4 ჩამორჩენის მერე შემოუტრიალა. ჯოკოვიჩმა, ჰანდიკაპი აქეთ ნახეთო და სამ სეტში სინერი ისე მიჩოგნა, იტალიელს შანსიც არ ჰქონია.
ხუთსეტიანი გამოდგა გოფინი-ნორის შეხვედრაც, რომელიც ბრიტანელმა მოიგო. აქაც ქამბექი გახდა საჭირო – ნორი აგებდა, მაგრამ გამარჯვება სათავისოდ დაიტოვა – 6:3, 5:7, 6:2, 3:6, 5:7.
ქალთა შორის, პირველი სეტის წაგების შემდეგ თამაშები ტანია მარიამ და ტუნისელმა ონს ჯაბირმაც მოატრიალეს. გერმანელმა ჩოგბურთელმა ნიემაერს 4:6, 6:2, 7:5 სძლია, ხოლო ჯაბირმა ჩეხი ჩოგბურთელი 3:6, 6:1, 6:1 დაამარცხა.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
