შაბათს სოჭში დიდი რაგბია – „შავი ლომი“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, კრასნოიარსკში წელიწადის ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ცივა და ევროპული რაგბის მამებმა იქ თამაში აკრძალეს.
სხვათა შორის, სოჭის სტადიონს ოფიციალურად ეწოდება სლავა მეტრეველის სახელობის „იუგ-სპორტი“. ქართული ფეხბურთის ლეგენდა ხომ სოჭში იყო დაბადებული.
რაც შეეხება მომავალ დაპირისპირებას, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის მორიგ ტურს რუსული კლუბი ლიდერის სტატუსით ხვდება, თუმცა მას 3 მატჩში 11 ქულა აქვს მაშინ, როცა პირველ ქართულ ფრეჩაიზს – ორში 10. ამდენად, პოტენციური ლიდერები სწორედ ჩვენები არიან.
ტურნირის სტარტამდე თასის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად „ენისეი“ სახელდებოდა, მაგრამ დღეისთვის სიტუაცია რამდენადმე შეიცვალა – „შავმა ლომაა“, ხარვეზების მიუხედავად, დაადასტურა, რომ არც არავისზე ნაკლებია და არც ტურნირის მოგებაზე იტყოდა უარს.
ჩვენს გუნდში ორი დებიუტანტია ნიკოლოზ ხატიაშვილი და იოსებ გუშარაშვილი. ორივეს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ შაბათს გამოცდილი ბურჯი ხატიაშვილი „ლომის“ სასტარტოში იქნება, ხოლო ახალგაზრდა მეორე-მესამეხაზელი გუშარაშვილი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.
თამაში შაბათს, თბილისის დროით 13 საათზე დაიწყება.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „ენისეისთან“ მატჩში
- ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 13. დემე თაფლაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 15. ლაშა ხმალაძე.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/11/2026 | 17:04სუთიძის ლელოს ამარა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 21:569 ლელო კენაქსთან
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 21:14მეცხრე ამბავი
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
