Tag: დავით გიგაური

Home დავით გიგაური
სოჭში, სლავა მეტრეველზე…
Post

სოჭში, სლავა მეტრეველზე…

შაბათს სოჭში დიდი რაგბია –  „შავი ლომი“ რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, კრასნოიარსკში წელიწადის ამ პერიოდში უკვე საკმაოდ ცივა და ევროპული რაგბის მამებმა იქ თამაში აკრძალეს. სხვათა შორის, სოჭის სტადიონს ოფიციალურად ეწოდება სლავა მეტრეველის სახელობის „იუგ-სპორტი“. ქართული ფეხბურთის ლეგენდა ხომ სოჭში იყო დაბადებული. რაც შეეხება მომავალ დაპირისპირებას, „ევროპის რაგბის“ სუპერთასის მორიგ ტურს რუსული კლუბი...

შავი ლომი: ბონუსით პენზიდან
Post

შავი ლომი: ბონუსით პენზიდან

ევროპის სარაგბო სუპერთასის თავისმეორე მატჩში „შავმა ლომმა“ ძლევამოსილი სვლა გააგრძელა. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა რუსეთის ქალაქ პენზაში ადგილობრივი „ლოკომოტივი“ 27:11 დაამარცხა, თანაც მეტოქის ერთი ლელოს წილ თავად 4 დადო და ამ გზით ბონუს-ქულაც მიიღო, რამაც სატურნირო ცხრილის ლიდერ კრასნოიარსკის „ენისეისთან“ მიახლოების საშუალება მისცა. ქართველებმა შეხვედრის პირველი ტაიმი მეორეზე უკეთ ჩაატარეს – 22:6 დაწინაურდნენ, თანაც ალექსანდრ...

შავი ლომი ევროპის სუპერთასზე
Post

შავი ლომი ევროპის სუპერთასზე

„რაგბი ევროპამ“ საკლუბო ტურნირი დააანონსა, სახელწოდებით „რაგბი ევროპის სუპერთასი“. შეჯიბრებაში 6 ფრენჩაიზი და ორი რუსული კლუბი მონაწილეობას მიიღებს. 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყოფა – დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და ამ უკანასკნელში  ისრაელის „თელ ავივ ჰიპთან“, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „ლოკომოტივ-პენზასთან“ ერთად მონაწილეობას ახლახან შექმნილი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომიც“ მიიღებს. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ გაიმართება, სტარტს...

ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ
Post

ნაკრები და ახლები საფრანგეთში წავიდნენ

საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები, რომლებიც თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 21 სექტემბრიდან თვითიზოლაციაში ვარჯიშობდნენ, 11 ოქტომბერს 10-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში გაემგზავრნენ. „მსოფლიო რაგბის“ მე-9 რეგულაციის თანახმად, მანდელიოში ნაკრებს სამი დღით (ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით) ლეგიონერები შეუერთდებიან. ხუთშაბათს მათი ნაწილი კლუბებს დაუბრუნდება და ნაკრების შეკრებაზე ორშაბათს გამოცხადდება. გუნდი შოტლანდიაში 21 ოქტომბერს მიემგზავრება, სადაც 23-ში ედინბურგის „მარიფილდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდება. წინასწარ გამოცხადებულ გაფართოებულ...

ქართველებმა გაილაღეს
Post

ქართველებმა გაილაღეს

სანაკრებო მატჩებს შორის შექმნილმა პაუზამ შიდა ჩემპიონატებში მორიგი ტურების გამართვის შესაძლებლობა შექმნა და უქმეები ქართველებისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. სუპერ რაგბის გათამაშება 6 ერსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატებს ყურადღებას ისედაც არ აქცევს და ამ შეჯიბრებების პარალელურად იმართება ხოლმე. მოგეხსენებათ, ამ ტურნირში ერთადერთი ქართველი ასპარეზობს – გამოცდილი ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც თავისი ქომაგები მეორე ტურშიც გაახარა. ჯაბას...

ჯოკრები
Post

ჯოკრები

ფრანგული სეზონის ზედ დაწყების წინ გაირკვა, რომ ტოპ 14-სა და პრო D2-ს თითო ქართველი მორაგბე დაემატება. დავით გიგაური – 25 წლის მეორეხაზელი, რომელიც მისი რუმინული კლუბის „ბუქურეშტის“ დაშლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა. გიგაური ამჟამად საქართველოს ნაკრების ორგზის შეკვეცილ გაფართოებულ შემადგენლობაში მსოფლიო თასისთვის ემზადება. 197 სმ. სიმაღლისა და 120 კგ. წონის გიგაური საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის...