ჟოზე მოურინიუს „კალიარისა“ და „რომას“ შეხვედრაში, თავისი გუნდის გასახდელში შესვლა აკრძალული ჰქონდა. „განსაკუთრებულმა“ გადაწყვიტა ეს აკრძალვა აბუჩად აეგდო. მან ასეთი რამ მოიფიქრა: სადილი კონტეინერით მოიმარაგა და „კალიარის“ სტადიონის გარეთ კიბეებზე მიირთვა.
დისკვალიფიკაციით მოურინიუ წინა ტურში, „ნაპოლისთან“ შეხვედრის შემდეგ დასაჯეს. თამაში „სტადიო ოლიმპიკოზე“ 0:0 დამთავრდა, მაგრამ მას ახლდა ვნებათაღელვა. პორტუგალიელს მსაჯმა წითელი ბარათი ამოუღო, მან კი სარკასტულად ტაში დაუკრა. „რომას“ თავკაცი მოედნიდან ესკორტით გაიყვანეს და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „კალიარისთან“ შეხვედრაში გასახდელში შესვლა აუკრძალეს.
„რომამ“ კალიარიში 2:1 მოიგო. მოურინიუ კი შედეგითაც კმაყოფილი დარჩა, კერძითაც და იმითაც, რომ ამ დღეს, „რომაში“ დებიუტი ჰქონდა 18 წლის განელ თავდამსხმელს ფელიქს ოჰენე აფენა-გიანს.
მატჩის შემდეგ მოურინიუმ თქვა: „თამაში დამთავრდა… 3 ქულა მოვიპოვეთ… საჭმელი გემრიელი იყო… იმ ბავშვს, აფენა-გიან ფელიქსს დებიუტი ჰქონდა“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
მთავარი ამბავი11/11/2026 | 08:46ალისონის და შესაბამისად მამარდაშვილის შესახებ
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 07:19მბაპე საფრანგეთის ნაკრების პრობლემაა?
აქეთურ-იქითური10/11/2026 | 09:01რინერი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება და მერე ოლიმპიადაზე გამოვა
