სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ბათუმში გამართული ტესტ-მატჩის შემდეგაც დარჩა. რიჩარდ კოკერილის დამოძღვრილმა ქართველებმა „მფრინავ ფიჯელებს“ ურთიერთშეხვედრათა 8 მატჩიან ისტორიაში მე-6 გამარჯვება დაუთმეს – 12:21. უმცროსი ბორჯღალოსნების ირლანდიელებთან წინა დღის მარცხი და ბათუმში ეროვნული ნაკრების ფიჯისთან წაგება ერთიდაიგივე კატეგორიის იყო – უამრავი შესაძლებლობა, ეპიზოდების მთელ რიგში დომინაცია და შესაბამისად, ხილული უპირატესობაც,...
ჭდე: მერაბ შარიქაძე
16-გზის საქართველო!
საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე...
5 ლელო და 5 ქულა ავჭალაში
თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო. მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება,...
შავმა ლომმა ესპანელი იბერიელები ბონუსით დაამარცხა
„შავმა ლომმა“ მესამე სასუპერთასო კამპანია სოლიდური გამარჯვებით დაიწყო – ესპანური „იბერიანსი“ ბონუსით, 39:19 დაამარცხა. პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს კვლავაც ლევან მაისაშვილი ხელმძღვანელობს და ეს მიუხდავად იმისა, რომ მსოფლიო თასის მერე ქართველმა სპეციალისტმა როგორც ნაკრების, ისე „შავი ლომის“ დამრიგებლის პოსტი დატოვა. თუმცა, ვიდრე რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ბორჯღალოსნებს ახალ მწვრთნელს მოუძებნის, გადაწყდა, რომ „შავ ლომს“ დროებით...
სახეცვლილი საქართველო და მრისხანე ფიჯი
შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და...
პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…
23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს...
რეკორდების საღამო ვაკეში
ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...
როცა გინდა, სადაც გინდა!
სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ
კვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად,...
ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...









