დებიუტანტი მჭედლიძე

Home დავთარი დებიუტანტი მჭედლიძე
დებიუტანტი მჭედლიძე

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული, მდგომარე ადამიანები და ბალახი-(ი)ს გამოსახულებაწლევანდელი ბოლოსწინა სანაკრებო პაუზაც დასრულდა და ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. გასულ ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუხდენია. ლიდერი „ბათუმი“ ისევ 7 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ „დინამოს“.

არც ერთს ჰქონია იოლი შეხვეედრა. „ბათუმი“ ფოთში „ესტუმრა“ გასავარდნ ზონაში მყოფ „შუქურას“ და 2:0 დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკვე დამატებულ წუთებზე ირაკლი აზაროვის შორიდან გატანილი ეფექტური გოლი. სხვათა შორის, პირველი ბურთიც თორნიკე გაფრინდაშვილმა აზაროვის პასით გაიტანა.

„დინამომ“ „კლასიკოში“ „ტოროპედოს“ სძლია ნიდერლანდელი ფაბიან სპორკსლედეს ადრეული გოლით. ქუთაისელთა რიგებში პირველად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაშეგახსენებთ, რომ  ლევანი 31 წლისაა და 12 სეზონის განმავლობაში იტალიურ „ემპოლიში,“ ხოლო ერთ წელიწადს „პალერმოში“ ირჯებოდა. უკვე მეოთხე წელია საქართველოში თამაშობს, ჯერ „დინამოში,“ შემდეგ „ბათუმში“ და ახლა „ტორპედოში.“ ხშირმა ტრავმებმა მის კარიერას დაღი დაასვა. იმედია, ახლა მაინც შეძლებს ნიჭის სრულფასოვნად გამოვლენას.

„საბურთალო“ თავიდან აგებდა კერკეტ „სამგურალთან,“ მაგრამ მაინც გაიმარჯვა (2:1) და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. მით უმეტეს, რომ მისმა  კონკურენტმა, „ლოკომოტივმა“ თელავში წააგო.

სამაგიეროდ იმარჯვა საბურთალოელთა კიდევ ერთმა ოპონენტმა – „დილამ.“ გორელებმა შინ აუტსაიდერ „სამტრედიას“ 3:1 მოუგეს. დუბლი მიითვალა თორნიკე კაპანაძემ.

„თელავი“ ვახსენეთ და კახელებმაც ძალიან საჭირო თამაში მოიგეს, 3 ქულა მოიპოვეს და გასავარდნ ზონას დაშორდნენ.

შუქურა 0:2 ბათუმი

0:1 გაფრინდაშვილი (46), 0:2 აზაროვი (90+3)

თელავი 2:1 ლოკომოტივი

1:0, 2:0 ფაცაცია (18, 40), 2:1 შონია (53)

საბურთალო 2:1 სამგურალი

0:1 კუხიანიძე (5), 1:1 მანდრიჩენკო (48), 2:1 ტაბატაძე (71 პენ)

დილა 3:1 სამტრედია

1:0 კაპანაძე (11), 2:0 გაგნიძე (40), 2:1 არაბიძე (45+1 პენ), 3:1 კაპანაძე (85)

დინამო 1:0 ტორპედო

1:0 სპორკსლედე (7)

[table id=33 /]

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო), გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 13, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 10