ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში მასპინძელთა იმედი ტეილორ ფრიცი 7:6 6:3 დაამარცხა.
თავიდან ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან უკვე ამერიკელი გააქტიურდა და ჯერ მე-10 გეიმში მიიღო ორი სეტპოინტი მეტოქის ჩაწოდებაზე, ერთიც მე-12 გეიმში. თუმც ჩვენიანმა გაუძლო და დიდი ძალისხმევის შედეგად პარტია ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც უკვე მეტოქეზე უკეთესად ათამაშადა.
ჩვენიანს მეორე სეტის სტარტზეც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ ნიკამ ბრეიკპოინტები მოიგერია და მეტოქე ფსიქოლოგიურადაც გატეხა – იმ წუთისთვის ამერიკელს 5 ბრეიკპოინტი ქონდა გაცუდებული. გადამწყვეტი მეორე სეტის მე-6 გეიმი გამოდგა, როდესაც ბასილაშვილმა ფრიცის მოწოდება აიღო – 4:2.
5:3-ზე ბასილაშვილი მატჩზე აწვდიდა, როდესაც ნამდვილი საჩოგბურთო დრამა გათამაშდა. ჯერ ნიკას ქონდა ზედიზედ 3 მატჩბოლი, რომელიც ფრიცმა მოიგერია, ამას უკვე ამერიკელის ორი ბრეიკპოინტი მოყვა, თუმცა ნიკამ იყოჩაღა – ჯერ ანგარიში გაათანაბრა და მეოთხე მატჩბოლით საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა 7:6 6:3.
ფინალში ნიკა ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 26-ე ჩოგანს, ბრიტანელ კამერონ ნორს შეხვდება. მატჩი ღამის 3 საათზე დაიწყება.
ერთხელაც ვთქვათ, რომ მასტერსი ქართველებს მოგებულ არ აქვთ. უპრესტიჟულეს ტურნირში გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს ირაკლი ლაბაძე იყო, 2004 წელს მან ნახევარფინალს უწია…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
სიახლეები08/08/2026 | 19:20ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
