წლევანდელი ბოლოსწინა სანაკრებო პაუზაც დასრულდა და ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. გასულ ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუხდენია. ლიდერი „ბათუმი“ ისევ 7 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ „დინამოს“. არც ერთს ჰქონია იოლი შეხვეედრა. „ბათუმი“ ფოთში „ესტუმრა“ გასავარდნ ზონაში მყოფ „შუქურას“ და 2:0 დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკვე დამატებულ წუთებზე ირაკლი აზაროვის შორიდან გატანილი ეფექტური გოლი. სხვათა შორის, [...]
