დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიზისა და სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა დაასახელა. უკრაინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულა და გაზაფხულზე ევროპის ლიგაზე ითამაშებს. აზაროვმა ამ მატჩებში საშუალოდ 7,0 ქულა მიიღო, რაც მის პოზიციაზე ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა. რჩეულთა შორის დონეცკის „შახტარის“ მხოლოდ [...]
ჭდე: ირაკლი აზაროვი
კვარა მადრიდში მიდის…
მონაკოში, 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშები წისლიყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე “შახტარი“), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“). იტალიის ჩემპიონი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მადრიდის „რეალი“, პორტუაგლის „ბრაგა“ და ბერლინის „უნიონი“ იქნებიან. გოჩოლეიშცილისა და აზაროვის [...]
აზაროვი შახტარში, ოფიციალურად…
დონეცკის „შახტარმა“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 21 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „შახტარში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება. აზაროვმა კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო. „დინამოს“ მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა. 2021 წლიდან აზაროვი ბათუმის „დინამოში“ [...]
საქართველო ლიგის და ტურის სიმბოლურში
საფეხბურთო სტატისტიკის ვებ გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგა C4 ჯგუფის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრები დაასახელა, რომელიც ქართულ-ბულგარული გამოვიდა. ტურის სიმბოლურში ნახევარდაცვა მთლიანად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული: მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძე (6,5 ქულით), ცენტრალურ ნახევარმცველებად გიორგი წიტაიშვილი (7,6) და ხვიჩა კვარაცხელია (7,8), მარცხენა შემტევად ირაკლი აზაროვი (6,9), ხოლო თავდასხმაში ბუდუ ზივზივაძე (7,5). ამავე ვებ გვერდმა რჩეულთა სია [...]
ევროპა ჯგუფი
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრამ 32 გუნდი 8 ჯგუფში გადაანაწილა. ერთად მოხვდნენ ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროში“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლაციოს“ და „ფეიენოორდს“ შეერკინება, ხოლო ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ „ოლიმპიაკოსს“, „ფრაიბურგსა“ და „ნანტს“ შეხვდება. A ჯგუფი არსენალი (ინგლისი), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), ბოდო გლიმტი (ნორვეგია), ციურიხი (შვეიცარია) B ჯგუფი დინამო (კიევი, უკრაინა), რენი (საფრანგეთი), ფენერბაჰჩე [...]
ცრვენა ზვეზდამ ჰერკულესი გამოაჩინა
„ჰერკულესი ჩვენია“, – ასე შეეგებნენ ბელგრადში ჩვენებურ ირაკლი აზაროვს, რომელმაც ადგილობრივ „ცრვენა ზვეზდასთან“, სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აზაროვი ბელგრადში „ბათუმიდან“ გადავიდა. ფეხბურთელის სანაცვლოდ საქართველოს ჩემპიონები 300 ათას ევროს მიიღებენ და სამომავლო სატრანსფერო თანხის 20 პროცენტსაც… სერბული პრესა წერს, რომ აზაროვი ხელფასი წელიწადში 250 000 ევრო იქნება. „ცრვენა ზვეზდას“ 1991 წელს ჩემპიონთა თასი აქვს [...]
დებიუტანტი მჭედლიძე
წლევანდელი ბოლოსწინა სანაკრებო პაუზაც დასრულდა და ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. გასულ ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუხდენია. ლიდერი „ბათუმი“ ისევ 7 ქულით უსწრებს უშუალო კონკურენტ „დინამოს“. არც ერთს ჰქონია იოლი შეხვეედრა. „ბათუმი“ ფოთში „ესტუმრა“ გასავარდნ ზონაში მყოფ „შუქურას“ და 2:0 დაამარცხა. განსაკუთრებით აღსანიშნავია უკვე დამატებულ წუთებზე ირაკლი აზაროვის შორიდან გატანილი ეფექტური გოლი. სხვათა შორის, [...]
ბათუმმა გაასამა
„ბათუმმა“ მიმდიმარე სეზონში მესამედ დაამარცხა უშუალო კონკურენტი – „დინამო.“ ერთხელ ბათუმში და აი, ხუთშაბათს მეორედ თბილისში. თუ შარშანდელ ჩემპიონატს გავიხსენებთ, მაშინაც კარგა ხანს ლიდერობდნენ ზღვისპირელები მაგრამ სტაბილურობა აკლდათ, დაუგეგმავ ქულებს კარგავდნენ და ბოლოს მაინც თბილისელებმა აჯობეს. წლეულსაც დაახლოებით იგივე სცენარით ვითრდება მოვლენები, ქულა-ქულაში მიჰყვებიან ერთმანეთს. თუმცა, ერთი განსხვავებით: „ბათუმი“ უფრო გაძლიერდა და გამოცდილებაც მოემატათ. „დინამო“ [...]







