ვითომ „დაბრუნდა“ „დინამო“? ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ამჯერად კახა ცხადაძის შეგირდებმა აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხეს 5:1. მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ანგარიში. ცხადია, მატჩის მსვლელობაზე შესვენების შემდეგვე სტუმარი გიორგი მჭედლიშვილის გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ „დინამო“ ისედაც სჯობდა მეტოქეს და დამსახურებას ნუ დავუკარგავთ....
ლუკას ხუთიანები
პრო დ2-ის მე-5 ტურში ლიგის ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ ნარბონს ესტუმრა და მატჩის უკვე მე-5 წუთზე ლუკა ნიორაძემ ლელო დადო. ეს იყო მე-5 ლელო 22 წლის ქართველი კვაჭის ფრანგულ კარიერაში. ასეთმა დასაწყისმა ორიაკელებს ფრთები შეასხა და სეზონში მეორე გამარჯვებით (30:26) მათ 9 ქულას მოუყარეს თავი. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა სამი გიორგიც იყო: ქართველიშვილმა 56 წუთი...
ზიდანი არაფერ შუაშია
„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგული „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2020-21 წლების სეზონის დასაწყისში ის „რეალიდან“ ზინედინ ზიდანს არ გაუშვია. ჰაკიმი დღეს 22 წლისაა. 2018 წელს ის მადრიდელებმა იჯარით „დორტმუნდში“ გაუშვეს, სადაც 2020 წლის ზაფხულამდე დაჰყო, შემდეგ კი დაპირების თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ… მოულოდნელად „რეალმა“ „ინტერს“ მიჰყიდა. მაროკოელის გაშვება ზიდანს...
შეხვედრა თვითმფრინავთან
კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს კადისიდან გამოფრენის დროს, თვითმფრინავთან შეხვდნენ და 20 წუთი ილაპარაკეს. თვითმფრინავთან ლაპარაკს რამდენად შეიძლება სერიოზული ეწოდოს ყველამ თავად განსაჯოს, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარს „ბარსას“ დირექტორატის კიდევ ორი წევრი ესწრებოდა: რაფა იუსტე და მატეუ ალემანი. გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ლაპორტამ კუმანს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით...
ბასილაშვილი ნახევარფინალში მონფილსმა არ გაუშვა
მეცის საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგ გაელ მონფილსთან 3:6; 3:6 წააგო. მატჩი საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა და ფრანგის დამაჯერებელი თამაშით მიმდინარეობდა. მეტნაკლებად თანაბარი პირველი სეტი იყო. გარკვეული პერიოდი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. მერვე გეიმში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება წააგო და მომდევნო გეიმში მონფილსმა უკვე სეტი წაიღო. მეორე სეტმა მთლიანად ფრანგის დომინირებით ჩაიარა. მონფილსმა დასაწყისში ორი...
აფრორუსებმა სამპდორია გააცურეს
ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო. ოთხმა აფრიკული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ იტალიური „სამპდორიას“ სალარო 800 ათასი ევროთი შეამსუბუქეს. სქემა გენიალურობამდე მარტივი იყო. აფრორუსებმა შეიტყვეს იტალიური კლუბის ინტერესი დანიური „ნორდსიელანდის“ ფეხბურთელის მიმართ და იტალიელებთან კონტაქტზე გავიდნენ. შემდეგ თაღლითების მეთაურმა ახალი რუსული პასპორტი აიღო. სახელად FC დაირქვა და გვარად დანიური კლუბის სახელი. მერე ამ პასპორტით ბანკში პირადი ანგარიში გახსნა....
ახლა აღარ ვარგა?!
Us open-ის 18 წლის ტრიუმფატორი ემა რადუკანუ მწვრთნელს იცვლის. ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდრიუ რიჩარდსონის მადლობელია, მაგრამ მასთან თანამშრომლობა მაინც შეწყვიტა. მიზანი შორს მიმავალია – რადუკანუს ისეთი მწვრთნელის აყვანა სურს, რომელსაც მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება ექნება. შეგახსენებთ, რომ რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4; 6:3 დაამარცხა. ემა ამერიკის ტურნირამდე 153-ე ჩოგანი იყო...
რასიზმი ლათინოამერიკულად
აბა, სხვა რა უნდა დაარქვა იმას, რაც პსჟ-ის კარის დარაჯ ჯანლუიჯი დონარუმას თავს ხდება?! სეზონის სტარტიდან საფრანგეთში 9 ტური მიილია და 23 წლის იტალიელი სულ ორჯერ გავიდა მოედანზე. მას იმედი ჰქონდა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა. დონარუმას აგენტი მინო რაიოლა საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი კლიენტისთვის ძირითადში ადგილი დაჯავშნულია. მოხდა ისე, როგორც მოხდა. ზოგს ეგონა, რომ...
ბარსელონას კრუიფის ნათლია გაწვრთნის
წაგება ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“, შემდეგ ზედიზედ ორი ფრე ესპანეთის ჩემპიონატში და აღარც „ბარსელონამ“ დაახანა – კლუბი ბელგიის ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს დაეკონტაქტა. თავის მხრივ მარტინესმა ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე აცნობა, რომ შესაძლოა, „ბარსელონაში“ მუშაობას დათანხმდეს, მაგრამ ნაკრებს ოქტომბერში გასამართი შესარჩევი მატჩების დასრულებამდე არ დატოვებს. კუმანს რომ წყალი შეუდგა, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია. მის...
ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან
ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდ ფედერიკო კიეზას „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი. გერმანელები მასში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც, ხვდებიან, რომ ვერ შეინარჩუნებენ. 23 წლის კიეზა ევროპის წინა ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა. მისი სატრანსფერო უფლებები „ფიორენტინას“ ეკუთვნის, ტურინში კი 2020 წლის შემოდგომაზე იჯარით გადავიდა. გასულ სეზონში მან „იუვეში“ 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასი...









