თვე: სექტემბერი 2021

Home 2021 სექტემბერი
საუთგეიტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს
ჩანაწერი

საუთგეიტი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას აპირებს

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჯერაც ვერ გამოსულან ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან დამარცხების გამო მიღებული შოკისგან. ყოველ შემთხვევაში, „სამი ლომის“ დამრიგებელი, გარეთ საუთგეიტი, ამბობს რომ ამ თაობის ფეხბურთელებს ევროშოკს მხოლოდ გაისად ყატარში მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ხიბლი თუ შეუმსუბუქებს. ინგლისელები ახლა ბუდაპეშტში იმყოფებიან და ამ საღამოს უნგრელებთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან. გაზეთი „სანი“ წერს, რომ გუშინ საუთგეიტს თავისი ბიჭებისთვის...

ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები
ჩანაწერი

ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები

„რეალს“ ახალი გალაქტიკოს შექმნა გადაუწყვეტია: სურს ერთი წლის შემდეგ გუნდში კილიან მბაპეც ჰყავდეს და ერლიგნგ ჰოლანდიც. „რეალისა“ და მბაპეს ისტორია მოგეხსენებათ: მადრიდელებს ამ ზაფხულს 22 წლის ფრანგის შეძენა სურდათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. პარიზელებმა მსოფლიოს ჩემპიონი 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდეს. ამის მიუხედავად, მათ თავდამსხმელთან განშორება წლეულს ალბათ მაინც მოუწევთ. მიზეზი...

ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება
ჩანაწერი

ტოპ 14-იც ბასკეთში იწყება

ისევე, როგორც პრო დ2-ში, საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგა ტოპ-14-შიც რეგულარული სეზონი სტარტს ბასკეთში აიღებს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნებული „ბიარიცი“ 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე „ბორდოს“ შეერკინება და ეს იქნება 2021-2022 წლების სეზონის გახსნითი მატჩი. რახან „ბიარიცი“ ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მის წლევანდელ განაცხადში ერთბაშად 6 ქართველი მორაგბეა, მათ შორის ორი მოქმედი...

რეალის ბიჭი დიდი ხანძრიდან
ჩანაწერი

რეალის ბიჭი დიდი ხანძრიდან

ედუარდო კამავინგა „რენიდან“ „რეალში“ გადავიდა. ის ნახევარმცველია. დაიბადა ანგოლაში, კერზოდ მიკონჯეს ლტოლვილთა ბანაკში. 2003 წელს, მისი ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა და ბინა რენიდან 50 კილომეტრში, ფუჟერში დაიდო. ექვსშვილიან ოჯახში ედუარდო მესამე იყო. დედამისს უნდოდა ვაჟი ძიუდოში გაწაფულიყო. მოუსვენარმა ბიჭუნამ შინ ყველაფერი რომ დალეწა, მამამ სელესტინომ ფეხბურთის კლუბ „დრაპო ფუჟერში“ მიიყვანა. ახლა, როდესაც კამავინგა „რეალში“ გაიყიდა, სატრანსფერო...

დიადი კრიშტიანუ!
ჩანაწერი

დიადი კრიშტიანუ!

ეს 36 წლის კაცი მართლა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. პორტუგალიელმა დიადმა, კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მე-15 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო), შემდეგ მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, მაგრამ მან 89-ე და 90+6 წუთზე მაინც გაიტანა ორი თავური გოლი და თავისი ქვეყნის ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო...

Made in La Masia
ჩანაწერი

Made in La Masia

ესპანურ „ბარსელონაში“ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ერთი სეზონის განმავლობაში მაინც არავისთვის მიეცათ ლეო მესის N10. გადაწყვეტილება შეიცვალა. ამიერიდან „ბარსაში“ სანუკვარი ნომერი „ლა მასიას“ კიდევ ერთ აღზრდილს, ანსუ ფატის ეკუთვნის. საპრეზენტაციო ვიდეოს კლუბის საიტზე შემდეგი წარწერა ახლავს: Our new number 10 Made in La Masia. ფატი ჯერ სულ 18 წლისაა, მაგრამ „ბარსელონას“ ძირითად გუნდში დებიუტი 2019 წლის აგვისტოში...

სანიოლი პირველ მოგებას ფიქრობს
ჩანაწერი

სანიოლი პირველ მოგებას ფიქრობს

2 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. სანიოლმა აღნიშნა, რომ მაყურებლის გარეშე თამაში რთული იქნება, მაგრამ რეგულაციებს პატივი უნდა სცენ. რაც მთავარია, გუნდმა ეს არ უნდა იგრძნოს და შინ მყოფი გულშემატკივარი უნდა გაახაროს. ნაკრების ამოცანა ამ შესარჩევ ჯგუფში...

რიბერი – აუტსაიდერთა ლიდერი
ჩანაწერი

რიბერი – აუტსაიდერთა ლიდერი

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფრანკ რიბერი იტალიური სერია A-ს აუტსადერ „ვერონას“ შეუერთდება. 38 წლის ფრანგმა კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, ბოლო ორი წელი კი ფლორენციის „ფიორენტინას“ ემსახურა. გასული სეზონის 29 მატჩში ფრანკმა 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მართალია, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ თავისუფალ აგენტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება, ვეტერანი ნახევარმცველი კი სწორედ ამ...

უძღები შვილის დაბრუნება
ჩანაწერი

უძღები შვილის დაბრუნება

„ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ შეთანხმდნენ: ანტუან გრიზმანი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ბრუნდება. მიმდინარე სეზონში, ფრანგი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, რაშიც „ბლაუგრანა“ 10 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბები შეთანხმდნენ, რომ გაისად, ზაფხულში, „ატლეტიკო“ გრიზმანს 40 მილიონ ევროდ აუცილებლად გამოისყიდის. ამრიგად, 30 წლის თავდამსხმელი ხელს აწერს ორწლიან კონტრაქტს, რომელშიც პირველ წელიწადს იჯარა, ხოლო მეორე წელიწადს მუდმივი თანამშრომლობა ჰქვია. ხელშეკრულებაში...

ფორმით, მაგრამ უნომრო
ჩანაწერი

ფორმით, მაგრამ უნომრო

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაქვეყნა პირველი ფოტოები, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თავისი ახალი-ძველი კლუბის ფორმაშია ჩაცმული, თუმცა ამ ფოტოთაგან ფეხბურთელის ნომერი ერთზეც არ ჩანს. პორტუგალიელი ვარსკვლავი „ოლდ ტრეფორდზე“ „იუვენტუსიდან დაბრუნდა — „ოცნებათა“ თეატრი მან 2009 წელს დატოვა, როდესაც „რეალში“ გადავიდა. რატომ არ გადაიღეს რონალდუ ზურგიდან ისე, რომ ნომერი გამოჩენილიყო? საქმე ის არის, რომ მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგისგან მისთვის 7...