თვე: სექტემბერი 2021

Home 2021 სექტემბერი
აგრესიული რუდიგერის ფანი
ჩანაწერი

აგრესიული რუდიგერის ფანი

ნეტავ, გაისად ზაფხულში „ბაიერნსა“ და „ჩელსის“ გერმანელ ვარსკვლავს ანტონიო რუდიგერს შორის რამე ხომ არ იგეგმება? — კითხულობს „შპორტ ბილდი“. საქმე ის არის, რომ 2022-ის ზაფხულში გერმანიის ნაკრების მცველს დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა ეწურება. რამდენადაც ცნობილია, „რეკორდმაისტერის“ წარმომადგენლები რუდიგერის აგენტსა და ნახევარ-ძმას ზარ ზინეზის უკვე დაუკავშირდნენ. ბავარიელთა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კი ამასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად ილაპარაკა:...

ბოლოსდაბოლოს, ინგლისელები პრემიებს მიიღებენ
ჩანაწერი

ბოლოსდაბოლოს, ინგლისელები პრემიებს მიიღებენ

დღეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობას ვალს, 175 მილიონ გირვანქას დაუბრუნებს და ხელ-ფეხი გაეხსნება — ევრო 2020-ის მონაწილე ფეხბურთელები, ბოლოსდაბოლოს თავიანთ პრემიებს მიიღებენ. ინგლისური ფეხბურთის შეფებმა შარშან დეკემბერში კორონაპანდემიის სავალალო შედეგებისთვის თავის დასაღწევად დამატებითი დაფინანსება მოითხოვეს. „სანმა“ შეიტყო, რომ ასოციაცია დღეს, დღის ბოლომდე აპირებს ვალის მთლინად გასტუმრებას. და სწორედ ეს იყო დაბრკოლება, რომელიც ამ...

კუმანი: ამ ქვეყანაში არაფრის გამო გაძევებენ
ჩანაწერი

კუმანი: ამ ქვეყანაში არაფრის გამო გაძევებენ

„ბარსელონა“ ანდალუსიაში იყო, სადაც კადისში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე“ 0:0 ითამაშა. კატალონიურ კლუბს რთული პერიოდი უდგას. შედეგები არ უვარგა, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის დაძაბულობაა. გამოსავალი წუხანდელი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ვაგლახ. შეგახსენებთ, „ბლაუგრანას“ ბოლო თამაშებს: ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ 0:3, „გრანადასთან“ „კამპ ნოუზე“ 1:1 და აი, 0:0 კადისში. „ბარსამ“ კარგად ვერ ითამაშა, შთაბეჭდილება არ...

ბასილაშვილი მეოთხედფინალში ქამბექით გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მეოთხედფინალში ქამბექით გავიდა

მეცის საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურმა დავიდოვიჩ ფოკინა 0:6; 6:4; 7:6 დაამარცხა. პირველი სეტი ნიკამ პირწმინდად წააგო და ერთი გეიმის აღებაც ვერ მოახერხა. ამის შემხდვარე, ვერავინ იფიქრებდა, თუ ბასილაშვილი მატჩის შემოტრიალებას მოახერხებდა. მეორე სეტში ნიკოლოზმა პირველივე გეიმში ბრეიკი გაახერხა და შემდეგ სეტი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ბოლო, გადანწყვეტი სეტი. ბასილაშვილი...

ჯენოა ამერიკელებში
ჩანაწერი

ჯენოა ამერიკელებში

იტალიასა და სერია A-ს, შესაძლოა, მალე კიდევ ერთი საინტერესო კლუბი შეემატოს. როგორც ირკვევა, „ჯენოას“ ახალი მეპატრონე ჰყავს – ამერიკული საინვესტიციო ფირმა 777 Partners. ამერიკულმა მხარემ აქციების 99,9% შეიძინა. საქმის დეტალები არ ხმააურდება, მაგრამ საუბარია 150 მილიონ დოლარზე. მიუხედავად იმისა, რომ აქტივების თითქმის სრული ნაწილი ინვესტორის ხელში გადავიდა, კლუბის ყოფილი მფლობელი ენრიკო პრეციოზი კვლავ რჩება დირექტორათა...

პაბლო საბალეტა შემცირებას უჭერს მხარს
ჩანაწერი

პაბლო საბალეტა შემცირებას უჭერს მხარს

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ ფიფას კალენდარში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. მან თქვა, რომ 2024 წლიდან სანაკრებო შეხვედრების გამოხშირვა ფეხბურთელებზე ფიზიკურ და მენტალურ ზეწოლას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხოლო გულშემატკივარს თავიანთი ქვეყნის ეროვნულ გუნდებთან კიდევ უფრო დააახლოებს. მოგეხსენებათ, ფიფამ თავისი 211 წევრი ფედერაციის — როგორც თავად ამბობს უმრავლესობის — მოთხოვნით, 2021 წლის დასაწყისში გამართულ 71-ე კონგრესზე,...

კუმანს შემცვლელი უპოვეს
ჩანაწერი

კუმანს შემცვლელი უპოვეს

ესპანურ სპორტულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ბარსელონას“ დირექტორატში რონალდ კუმანის შემცვლელად ტიერი ანრის მოიაზრებენ. კუმანს ვითარების გამოსასწორებლად რამდენიმე მატჩი დაუტოვეს, მერე კი… ტიერი ანრი კანდიდატად ჯერ კიდევ 2017 წელს მოიაზრებოდა, მაგრამ მაშინ არჩევანი ერნესტო ვალვერდეზე შეჩერდა. ამჟამად 44 წლის ანრი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწეა. მარტინესი ასევე მიიჩნევა კუმანის სავარაუდო შემცვლელად. თუ მისი კანდიდატურა გაიმარჯვებს,...

ბენზემას საუკუნის რეკორდი
ჩანაწერი

ბენზემას საუკუნის რეკორდი

ესპანური ლა ლიგას მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ „მალიორკას“ 6:1 დასცინა. შეხვედრა საკუთარ ბენეფისად აქცია ქარიმ ბენზემამ. ამ სეზონში მადრიდელთა ფორვარდი შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს. ამჯერად ფრანგის ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ბენზემას 6 ტურის შემდეგ 8 გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა. ამგვარი შედეგიანობა ტოპ-5 ევროპულ ლიგაში XXI საუკუნეში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.

მალე დასავიწყებელი მარცხი
ჩანაწერი

მალე დასავიწყებელი მარცხი

გთავაზობთ, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მიმოხილვას ესპანურ გაზეთ AS-ზე დაყრდნობით: ოცწუთიანმა შტურმმა და ვალენსიელთა უიღბლობამ „სევილიას“ სამ ქულასთან ერთად ოპტიმისტური განწყობა მოუტანა. ამ გამარჯვებამ გუნდი შეიძლება გამოიყვანოს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ზედიზედ სამი ფრის (ორი ლა ლიგაში, ერთიც ჩემპიონთა ლიგაში) გამო აღმოჩნდა. გუშინდელმა 3:1-მა სევილიელები მესამე ადგილზე აიყვანა. თან, ხულენ ლოპეტეგის გუნდს „რეალსა“ და „ატლეტიკოზე“...

ლივერპულიდან ბაზელში
ჩანაწერი

ლივერპულიდან ბაზელში

ლორის კარიუსი ნამდვილად არაა ურიგო მეკარე, მაგრამ „ლივერპულში“ ფეხი ვერაფრით მოიკიდა. შედეგად, 2018-2020 წლები იჯარით თურქულ „ბეშიქთაშში“ გაატარა, გასულ სეზონში კი ასევე იჯარით ბერლინის „უნიონის“ ღირსებას იცავდა. საქმე იქაც ვერ აეწყო და სულ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიუსს მაშველ რგოლად შვეიცარიული „ბაზელი“ მოევლინა. ეს კლუბი ზაფხულშიც ცდილობდა 28 წლის გერმანელის გამოსყიდვას და ჩანაფიქრზე ხელი არ...