იტალიასა და სერია A-ს, შესაძლოა, მალე კიდევ ერთი საინტერესო კლუბი შეემატოს. როგორც ირკვევა, „ჯენოას“ ახალი მეპატრონე ჰყავს – ამერიკული საინვესტიციო ფირმა 777 Partners. ამერიკულმა მხარემ აქციების 99,9% შეიძინა.
საქმის დეტალები არ ხმააურდება, მაგრამ საუბარია 150 მილიონ დოლარზე.
მიუხედავად იმისა, რომ აქტივების თითქმის სრული ნაწილი ინვესტორის ხელში გადავიდა, კლუბის ყოფილი მფლობელი ენრიკო პრეციოზი კვლავ რჩება დირექტორათა საბჭოში, ხოლო ალესანდრო ძარბანო გენერალური დირექტორის პოსტს შეინარჩუნებს.
„ჯენოას“ სერია A-ში არცთუ დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა და ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
