მეცის საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებურმა დავიდოვიჩ ფოკინა 0:6; 6:4; 7:6 დაამარცხა.
პირველი სეტი ნიკამ პირწმინდად წააგო და ერთი გეიმის აღებაც ვერ მოახერხა. ამის შემხდვარე, ვერავინ იფიქრებდა, თუ ბასილაშვილი მატჩის შემოტრიალებას მოახერხებდა.
მეორე სეტში ნიკოლოზმა პირველივე გეიმში ბრეიკი გაახერხა და შემდეგ სეტი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ბოლო, გადანწყვეტი სეტი. ბასილაშვილი 1:4 ჩამორჩა, მაგრამ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 4:5 და საკუთარი ჩაწოდება. ბასილაშვილმა ოთხი მატჩ პოინტი გადაარჩინა და მოახერხა თამაში ტაი ბრეიკში გადაეყვანა. იქ კი, ჩვენებური ბევრად უკეთესი იყო.
ბასილაშვილი მეოთხედფინალშია, სადაც მისი მეტოქე ტურნირზე მესამე ნომრად განეთესილი გაელ მონფილსი იქნება, რომელმაც მერვედფინალში ფილიპ კოლშრაიბერი 7:6; 6:4 დაამარცხა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
