„ფორბსმა“ გამოაქვეყნა ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების სია. პირველ პოზიციაზე პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა. სიყმაწვილის კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოულოდნელმა დაბრუნებამ კრიშტიანუს შემოსავალი წელიწადში 107 მილიონ ევრომდე გაზარდა. როგორც ირკვევა, ამ თანხის 60% ხელფასი, ხოლო 40% ინდივიდუალური სპონსორული შემოსავლებია. მეორე ადგილზეა არგენტინელი მეგავარსკვლავი ლეო მესი, რომელმაც ასევე სენსაციურად გამოიცვალა კლუბი — „ბარსელონადან“...
რობერტო აიალა გაძარცვეს
„ვალენსიას“ ყოფილი ვარსკვლავი, არგენტინელი რობერტო აიალა გზაზე გაძარცვეს. კლუბში, სადაც ახლა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, აიალას 2000-2007 წლებში 200-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. ის გუნდის ცენტრალური მცველი და ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მასთან ერთად „ღამურები“ ორჯერ გახდნენ ესპანეთის ჩემპიონები და უეფას თასიც მოიგეს. დღეს, რობერტო აიალა 48 წლისაა. ის ლიონელ სკალონის ხელქვეითია — არგენტინის ნაკრების...
ატლეტიკოს სუარესობა დაეტყო
ლუის სუარესმა ხეტაფეში, რაც ფაქტობრივად მადრიდის გარეუბანია, 78-ე და 90-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება გამოსტაცა ხელიდან — 2:1. ამ მომენტისთვის „მატრასის მკერავები“ პირველ ადგილზე არიან და ელიან, თუ როგორ დამთავრდება „რეალის“ შეხვედრა „მალიორკასთან“, რომელიც დღეს, საქართველოს დროით შუაღამისას უნდა გაიმართოს. პირველ ტაიმში ესპანეთის ჩემპიონმა ცუდად ითამაშა, რაც განსაკუთრებით უკბილო შეტევებზე ეტყობოდა. „ბარსელონადან“...
რუსები საქართველოში მორბიან
რუსეთის ფარიკაობის ფედერაციამ დასტური მისცა არინა კორნეევას საქართველოს ნაკრებში გადასვლას. 25 წლის სპორტსმენი რუსეთის სპორტის ოსტატია და კარიერულ მონაგარში ევროპის კადეტთა ჩემპიონატის ვერცხლის მედლის გარდა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული ტიტულებიც მოეძევება. შეგახსენებთ, რომ არინა პირველი სპორტსმენი არაა, ვინც სპორტული მოქალაქეობა საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა ფიგურულად მოციგურავე ანასტასია...
ვინ არის ბებერი?!
20 სექტემბერი ესპანელი ჩოგბურთელის, ფელიციანო ლოპესის დაბადების დღეა. მას 40 წელი შეუსრულდა და შეიქნა მესამე ჩოგბურთელი მოქმედთაგან, ვინც რეიტინგის პირველ ორასეულშია. სადღეისოდ ლოპესს 110-ე საფეხური უკავია. „ბებერთაგან“ საუკეთესო, რა თქმა უნდა, როჯერ ფედერერია. 40 წლის შვეიცარიელი ამჟამად რეიტინგში მეშვიდეა. ხორვატი ივო კარლოვიჩი სულაც 42 წლისაა, რეიტინგის 200-ეულში ბოლოა და ჯერ ჩოგნის დაშალითებას არ აპირებს. რაც...
ისევ 5 ქულა
25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“ „ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ....
ბასილაშვილმა მეცი მარტივად დაიწყო
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 481.270 ევროა, გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილი, რომელსაც Moselle Open-ზე მე-8 განთესვა აქვს და პირველ წრეში განუთესავ იტალიელ ჯანლუკა მაჯერს შეხვდა და 6:3; 7:6 მოუგო. პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს თავიდან აართვა ჩაწოდება და მერე საქმე მშვიდად მიიყვანა პირველ ქულამდე, ხოლო მეორე სეტში ორივე ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს,...
მესის ცვლილებებთან შეგუება მოუწევს
ვინ შეურაცხყვეს ბოლო ხანს მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მეტად? — კითხულობს გერმანული „შპორტ ბილდი“ და თავისავე კითხვას პასუხობს: ლეო მესი; იმით, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლიონის“ შეხვედრაში შეცვალეს. მიმდინარეობდა შეხვედრის 75-ე წუთი, როდესაც პარიზელთა თავკაცმა, მესის თანამემამულემ, მაურისიო პოჩეტინომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა და რაც მთავარია ტრავმის გამო კი არა, ტაქტიკური მოსაზრებით. მწვრთნელის...
ბარსელონას არაუხავდა
„რონალდ არაუხომ „ბარსას“ ქულა გადაურჩინა, მაგრამ ურუგვაელის ჩინებულ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ეს მორიგი საცოდაობა იყო,“ — წერს კატალონიური „სპორტი“ „ბარსელონასა“ და „გრანადას“ შეხვედრის შესახებ, რომელიც „კამპ ნოუზე“ 1:1 დასრულდა. სტუმრებმა თამაში ენერგიულად დაიწყეს და მე-2 წუთზე ანგარიში გახსნეს. „სპორტი“ წერს, რომ მათ სერხიო ბუსკეტს მძინარეს მიუსწრეს. ესკუდერომ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთი მეკარე ტერ...
კაზემირო გასაგდები იყოო
ყოფილი ესპანელი მსაჯი იტურალდე გონსალესი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა“ და „რეალის“ შეხვედრაში, რეფერის მადრიდელთა ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო მოედნიდან უნდა გაეძევებინა. „რეალმა“ „მესტალიაზე“ დიდებულად შემოატრიალა თამაში, 0:1-ს აგებდა და ბოლო წუთებში ორი გოლი გაიტანა. ეპიზოდი, რომელსაც იტურალდე გონსალესმა ყურადღება მიაქცია, ჯერ კიდევ 0:0-ის დროს იყო და ვინ იცის, მსაჯს ბრაზილიელი ნახევარმცველი მართლა წითელი ბარათით რომ...









