ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო.
ოთხმა აფრიკული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ იტალიური „სამპდორიას“ სალარო 800 ათასი ევროთი შეამსუბუქეს.
სქემა გენიალურობამდე მარტივი იყო. აფრორუსებმა შეიტყვეს იტალიური კლუბის ინტერესი დანიური „ნორდსიელანდის“ ფეხბურთელის მიმართ და იტალიელებთან კონტაქტზე გავიდნენ.
შემდეგ თაღლითების მეთაურმა ახალი რუსული პასპორტი აიღო. სახელად FC დაირქვა და გვარად დანიური კლუბის სახელი.
მერე ამ პასპორტით ბანკში პირადი ანგარიში გახსნა.
ჰოდა, გულუბრყვილო იტალიელებმა პირველი ტრანში, მათი აზრით, დანიური კლუბის ანგარიშზე გადარიცხეს…
თაღლითები ოთხშაბათს ლენინგრადის ოლქში დააკავეს – სამი ბინაში და მეოთხე დამალვის მიზნით აივნის მოაჯირზე გარედან გადაკიდებული იპოვეს.
ამოიღეს ყალბი პასპორტები და დაახლოებით 650 ათასი ევრო. დანარჩენი შემოხარჯვიათ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
