ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო. ოთხმა აფრიკული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ იტალიური „სამპდორიას“ სალარო 800 ათასი ევროთი შეამსუბუქეს. სქემა გენიალურობამდე მარტივი იყო. აფრორუსებმა შეიტყვეს იტალიური კლუბის ინტერესი დანიური „ნორდსიელანდის“ ფეხბურთელის მიმართ და იტალიელებთან კონტაქტზე გავიდნენ. შემდეგ თაღლითების მეთაურმა ახალი რუსული პასპორტი აიღო. სახელად FC დაირქვა და გვარად დანიური კლუბის სახელი. მერე ამ პასპორტით ბანკში პირადი ანგარიში გახსნა....
