თვე: სექტემბერი 2021

Home 2021 სექტემბერი
უკრაინელმა ლონდონში ქამრები მოხვეტა
ჩანაწერი

უკრაინელმა ლონდონში ქამრები მოხვეტა

წლის ბრძოლად მონათლულ დაპირისპირებაში სასწორზე ერთბაშად ოთხი საჩემპიონო ქამარი იდო. ლონდონის „ტოტენჰემის“ გადაჭედილი სტადიონი ფავორიტად მასპინძელ ენტონი ჯოშუას თვლიდა, თუმცა ერთი კაცი ამის აშკარად წინააღმდეგი იყო – უკრაინელი ალექსანდრ უსიკი. მან სუპერმძიმე წონაში მოქმედ ჩემპიონს პირველივე რაუნდიდან ცეცხლი დაუნთო და ჯებებით დატანჯა. რამდენიმე დარტყმა იმდენად სერიოზული იყო, ჯოშუა კლინჩში შედიოდა ამოსასუნთქად. ამანაც ვერ უშველა. უფრო...

19 ქართველი და პაპიძის პირველი
ჩანაწერი

19 ქართველი და პაპიძის პირველი

ქართული ლელოს გარეშე არც ტოპ 14-ის მორიგ ტურს ჩაუვლია. „ლა როშელის“ ბურჯმა გურამ პაპიძემ „ბიარიცთან“ შეხვედრის 63-ე წუთზე თავისი გუნდის რიგით მე-6 ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის პირველი გახლდათ საფრანგეთის უმთავრეს სარაგბო ლიგაში. 24 წლის პაპიძე ჩემპიონთა თასის ფინალისტს ზაფხულში შეუერთდა, ფრანგული კარიერის დასაწყისში „ლიონის“, მომდევნო სამი წელი კი პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, რომლის...

ბორდალასი: გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა
ჩანაწერი

ბორდალასი: გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა

„ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრის (1:1) შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჟურნალისტებმა მეკარის შეცვლაზე, კერძოდ 20 წლის გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად კარში 32 წლის ჰოლანდიელის ჯასპერ სილესენის დაყენებაზე ჰკითხეს. ბორდალასმა ასე უპასუხა: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეკარის შესაცვლელად სწორედ ახლა იყო შესაფერისი მომენტი. გიორგიმ თავისი საქმე ძალიან კარგად გააკეთა. მან მოლოდინს გადააჭარბა, მოთხოვნა და პასუხისმგებლობა კი...

მეასე გოლი პრემიერლიგაში
ჩანაწერი

მეასე გოლი პრემიერლიგაში

მო სალაჰმა პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. ეგვიპტელს საამისოდ გასაოცრად ცოტა დრო (2017-2021) დასჭირდა. ის გახდა „ლივერპულის“ მე-13 ფეხბურთელი ვინც ეს შეძლო. საოცარია, რომ ეს საზეიმო ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც მერსისაიდელთა გუნდი კარგ ფორმაში არ იყო, დაცვაში უხეშად ცდებოდა. და მაინც, „ლივერპული“ მარტიდან მოყოლებული აგერ უკვე 16 მატჩია, რაც ინგლისის პირველობაზე არ დამარცხებულა. „ბრენტფორდისა“ და „ლივერპულის“...

სილესენი კარგად დაბრუნდა; მამარდაშვილი კარგად რჩება
ჩანაწერი

სილესენი კარგად დაბრუნდა; მამარდაშვილი კარგად რჩება

გთავაზობთ ესპანურ გაზეთ AS-ში გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც „ვალენსიას“ მეკარეებს, 32 წლის ჰოლანდიელ ჯასპერ სილესენსა და 20 წლის (21 წლის ოთხშაბათს, 29 სექტემბერს ხდება) გიორგი მამარდაშვილს ეხება.   „სილესენი მე-7 ტურში დაბრუნდა. ჰოლანდიელმა მეკარემ, ძირითადში ადგილი ტრავმის, სეზონისწინა პერიოდის გამოტოვების და მამარდაშვილის მაღალი დონის გამო დაკარგა, მაგრამ ხოსე ბორდალასმა ბოლოს და ბოლოს მისცა შანსი, რომელსაც ის...

ლევანდოვსკიმ ბაიერნში შეწყვიტა
ჩანაწერი

ლევანდოვსკიმ ბაიერნში შეწყვიტა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ფიურტს“ სტუმრად 3:1 მოუგო. გუნდის უმთავრესმა მეგოლე რობერტ ლევანდოვსკიმ მოედანზე 90 წუთი კი გაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. აქამდე პოლონელ ფორვარდს ზედიზედ 19 შეხვედრაში ჰქონდა გატანილი, საიდანაც 15 ბუნდესლიგისა იყო. ბოლოს ლევანდოვსკიმ მოედანი უგოლოდ ამა წლის 11 თებერვალს დატოვა. ისე, ეს „ბაიერნის“ ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო და ამ მატჩებში...

ტატომ ზაგრები მოიგო
ჩანაწერი

ტატომ ზაგრები მოიგო

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან-პრის გამარჯვებულია. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენებური ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაეჭიდა და თავიდანვე ვაზარით დაწინაურდა. მერე ორი გაფრთხილება კი მიიღო, მაგრამ საქმე მაინც მოგებამდე  მიიყვანა. გრიგალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ოქროსკენ მიმავალ გზას კი, მოლდოველი ნიკონ ზაბოროსკიუჩის დამარცხებით შეუყვა, რომელსაც ფრანგი ბაპტისტ პიერი მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს...

მალდინი დაბრუნდა და გაიტანა
ჩანაწერი

მალდინი დაბრუნდა და გაიტანა

მალდინების დინასტიას „მილანის“ მაისურით 4750 დღე გოლი არ გაეტანა. ჩეზარე მალდინისა და პაოლო მალდინის შემდეგ 2021 წლის 25 სექტემბერს კი დანიელე მალდინიმ იყოჩაღა, იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში „მილანი“ „სპეციას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ანგარიში კი სწორედ დანიელე მალდინიმ გახსნა – „მილანის“ ლეგენდარული ფეხბურთელების, ჩეზარეს შვილიშვილმა და პაოლოს შვილმა. მე-80 წუთზე „სპეციამ“ წონასწორობა დანელე ვერდეს...

რონალდუს დაუთვალეს
ჩანაწერი

რონალდუს დაუთვალეს

არავინ იცის, ვის უფრო ძვირად დაუჯდება „ასტონ ვილასთან“ საშინაო მარცხი (0:1) – „მანჩესტერის“ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს თუ კრიშტიანუ რონალდუს. სულშერს კლუბის დირექტორატი მიხედავს, რონის კი საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წუთში უსაყვედურეს. საქმე იმაშია, რომ პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე რონალდუმ საჯარიმო დარტყმის შესრულება ითავა და ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა. როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსში“ თამაშის განმავლობაში 71 საჯარიმო...

პიოლი აზრებს აწვალებს
ჩანაწერი

პიოლი აზრებს აწვალებს

„მილანის“ მწვრთნელის, სტეფანო პიოლის თავში ახალი საფეხბურთო რევოლუციური ცვლილებები მწიფდება. იტალიელი სპეციალისტის აზრით, კალათბურთიდან ფეხბურთში რამდენიმე წესის გადმოღებაა აუცილებელი. „ბურთის თამაშიდან გასვლისას აუცილებელია დრო შეჩერდეს. საჭიროა თამაშის პროცესში ტაიმ-აუტები. ამასთან, თუ გვინდა თანმედროვე ფეხბურთი უფრო შემტევი გახდეს, დაამკვიდრეთ წესი, რომლის მიხედვით ფეხბურთელს მოედნის ცენტრის გადაკვეთის შემდეგ, საკუთარ ნახევარზე დაბრუნების უფლება არ ექნება“, – ამბობს პიოლი.