უეფამ განაცხადა, რომ ის სუპერლიგის ინიციატორ და დღემდე მის ერთგულ სამ კლუბს, „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ ყოველგვარ სანქციებს უხსნის. ადრე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერ კლუბს, რომელიც მისი სტრუქტურიდან გაქცევასა და ალტერნატიული შეჯიბრების შექმნას შეეცდებოდა დასჯიდა როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდა. ზემოხსენებულმა სამმა კლუბმა უეფას სიმკაცრის მიუხედავად უკან...
ჯასპერ სილესენი: ძნელი იყო, მაგრამ…
ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში (1:1), მასპინძელთა კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მიმდინარე სეზონში პირველად ჩადგა სხვა მეკარე — 32 წლის ჯასპერ სილესენი, რომელიც ტრავმამდე გუნდის მთავარი გოლკიპერი იყო. „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჰოლანდიელის მატჩისშემდგომი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა. *** ბედნიერი ვარ ძირითად შემადგენლობაში რომ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე. *** საკუთრივ თამაში პირველ ტაიმში ორივე...
ანელკა: მესი ყველას ბარსელონაში სჯობდა, აქ კი…
გახსოვთ ფრანგი ფორვარდი ნიკოლა ანელკა? მან 2000 წელს „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო; 1998 წელს „არსენალის“, ხოლო 2010 წელს „ჩელსის“ შემადგენლობაში პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა; 2013 წელს „იუვენტუსის“ მაისურით „სკუდეტო“ ანუ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა; 2005 წელს, როდესაც „ფენერბაჰჩეში“ თამაშობდა, იყო თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონი; 2000 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი; გახლდათ ბევრი სხვა ტიტული მფლობელი…...
მოგება ფავორიტთან, ყაიმი ყაზახეთთან
ესპანეთის ქალაქ სიტჟესში დაიწყო მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატი. ტურნირი ახლებური ფორმატით ტარდება. თუ გასული შვიდი ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა, ახლა 12 გუნდი (სომხეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ესპანეთი, ფიდეს ამერიკა ((გუნდი, რომელიც ფიდემ დააკომპლექტა), გერმანია, პოლონეთი, უკრაინა) ორ ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო ჯვარედინი სისტემით გზას ფლეი ოფში გააგრძელებს, რომელიც...
კუმანი არ იქნება
„ბარსელონას“ 2 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის – მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მასპინძელ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს ბარსელონელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი. გემახსოვრებათ, რომ ლა ლიგის მე-6 ტურში „კადისთან“ 0:0 დასრულებული შეხვედრის კომპენსირებულ წუთებზე კუმანი გააძევეს და სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სასჯელი სამართლიანი იყო და აპელაცია არც შეუტანია.
უკბილო ბებერი
ოთხშაბათს ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ჩელსისთან“ უწევს ურთიერთობის გარკვევა. სატურნირო თვალსაზრით უმნიშვნელოვანეს მატჩში „ბებერი ქალბატონი“ ორ საუკეთესო ფორვარდს მოისაკლისებს – პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ „სამპდორიასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღეს დაზიანებები. ეს წყვილი „ტორინოსთან“ 2 ოქტომბრსაც ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, დიბალა და მორატა მოედანს სანაკრებო მატჩებისთვის გამოცხადებული პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.
კროოსი: მხოლოდ ერთს ვოცნებობდი, ტკივილი გაყუჩებულიყო
31 წლის ტონი კროოსმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს უბრუნდება. გერმანელს მკურნალობა გაუჯანჯლდა, თუმცა უკვე მზად არის „რეალის“ შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფის“ წინააღმდეგ ითამაშოს. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა Spox-სა და Goal-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მდგომარეობა ასე აღწერა: „გახარებული ვარ, რადგან ექვს თუ შვიდთვიანი ტკივილი დასრულდა. აგერ, გუნდთან ერთად უკვე მესამედ ვივარჯიშე და ცუდი არაფერი...
არწივი და ადრენალინი რომში
რომაულ დერბიში 3:2 გამარჯვებით გახარებულმა მაურიციო სარიმ ხელზე ცოცხალი არწივი დაისვა. „ჩელსის“ ყოფილმა თავკაცმა მწვრთნელთა დუელში არც მეტი არც ნაკლები ჟოზე მოურინიუს აჯობა, რომლისთვისაც ეს იყო კარიერაში პირველი „დერბი დელა კაპიტალე“. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები გაიტანეს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, პედრომ და ფელიპე ანდერსონმა. „რომას“ ფეხბურთელთაგან როჟერ იბანესმა და ჟორდან ვერეტუმ ორჯერ შეამცირეს სხვაობა. მოურინიუს შეგირდები თამაშის შემოტრიალებითაც...
დაბრუნება ბარსაში
არ არის ადვილი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაბრუნება… თანაც, როცა „პაუზა“ 323 დღე გრძელდება. თანაც, როცა 18 წლის ხარ. მით უმეტეს, როცა აგვისტოში ლეო მესის 10-ნომრიანი მაისური გადმოგცეს. ანსუმანე ფატი „ლევანტესთან“ შეხვედრაში 81-ე წუთზე შეუშვეს მოედანზე და მაინც მოასწრო გატანა. მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა და „ბარსამ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მაისურაძის ვერცხლი
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკამ ოქროს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დათმო. მანამდე ჩვენებურმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო. მაიურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა; მეოთხედფინალში – ნიდერლანდელი იესპერ სმინკი; ნახევარფინალში – უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო. შეგახსენებთ, ხორვატიაში გრან პრიზე საქართველოს ოქროს მედალი...









