თვე: სექტემბერი 2021

Home 2021 სექტემბერი
საქართველო აზერბაიჯანზე გავიდა
ჩანაწერი

საქართველო აზერბაიჯანზე გავიდა

მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდურ ჩემპიონატზე გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში – ხუთი ტურის შემდეგ ეს აზერბაიჯანის ნაკრები იქნება. დავიწყოთ ჩვენენების ჯგუფით: საქართველომ ბოლო ტურში ამერიკის ნაკრები 3:1 დაამარცხა, უკრაინამ 3.5:1.5 მოუგო გერმანიას, ხოლო ყაზახეთმა ამავე ანგარიშით –პოლონეთს. შედეგად, საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, 7 ქულით მეორე ადგილზე უკრაინა გავიდა, რომელმაც დამატებითი მაჩვენებლით...

თავადი მანუ
ჩანაწერი

თავადი მანუ

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირში, ევროლიგაში მოასპარეზე „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბში მანუჩარ მარკოიშვილი იმუშავებს. ჩვენებური მთავარი მწვრთნელის, ჩერნოგორიელი ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება. მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის დამხმარეც არის. ორ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა კი, „მანუს“ ძალიან უნდა წაადგეს. მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოედანზე ინტელექტით გამოირჩეოდა. ამიტომაც, მისი სამწვრთნელო კარიერა...

მშვიდობით, მე წავედი!
ჩანაწერი

მშვიდობით, მე წავედი!

ფილიპინელ მოკრივე მენი პაკიაოზე არაერთი წიგნის დაწერა შეიძლება, მაგრამ მისი ბოლო ისტორია ორმა აბზაცმაც დაიტია. მენი 42 წლის ასაკში დიდი კრივიდან წავიდა და გამოსამშვიდობებელი განცხადებაც გაავრცელა: „მადლობა ყველა ქომაგს და მადლობა სპორტის უმაგრეს სახეობას. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ უკვე შევეგუე. მშვიდობით, კრივო“. პროფესიულ რინგზე გამართულ 72 ბრძოლაში მენი პაკიაო ორად ორჯერ...

რეალს ტილი მოედო
ჩანაწერი

რეალს ტილი მოედო

ტირასპოლის „შერიფმა” მადრიდში „რეალს” 2:1 მოუგო. საინტერესოა, როგორ აღიქვამს ამ ფაქტს ქართული საფეხბურთო ამქარი: დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის გუნდებმაც კი დაიწყეს დიდ მეტოქეებთან მოგება და ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა თუ „რეალმაც“ კი წააგო ვიღაც „შერიფთან“ და ჩვენ რომ ვაგებთ ამაში რა არის გასაკვირი… ასეა თუ ისე, სენსაცია შედგა. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგაში „რეალის“ პირველი თამაში განახლებულ...

გვარდიოლამ იმთავითვე იცოდა
ჩანაწერი

გვარდიოლამ იმთავითვე იცოდა

ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო: ლეო მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ გაიბრწყინა. მის მიერ „მანჩესტერ სიტის“ კარში 74-ე წუთზე გატანილმა გოლმა პეპ გვარდიოლას გუნდი გატეხა. A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პარიზელებმა სტუმრები 2:0 დაამარცხეს. ინგლისელ გულშემატკივარს თავი შეუძლია იმით დაიმშვიდოს, რომ იმავე საღამოს B ჯგუფის შეხვედრაში „ლივერპულმა“ „პორტუს“ სტუმრად მოუგო 5:1. გვარდიოლამ კი, როდესაც მისი გუნდი...

ბასილაშვილი სან დიეგოს დასაწყისში დაემშვიდობა
ჩანაწერი

ბასილაშვილი სან დიეგოს დასაწყისში დაემშვიდობა

ნიკოლოზ ბასილაშვილი SAN DIEGO OPEN-ის (საპრიზო ფონდი 661.800 დოლარი) პირველივე წრეში იტალიელი ლორენცო სონეგოსთან 3:6; 4:6 დამარცხდა. ჩვენებური აშკარად არ იყო იშტაზე, ხოლო მეტოქემ პრაგმატულად ითამაშა და მარტივად მოიგო. პირველი სეტი თანაბარი ბრძოლით დაიწყო, მაგრამ მერვე გეიმში ნიკას საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო. მეორე სეტში სანოგო საქმე არ გადადო და ბასილაშვილს პირველივე ჩაწოდება აართვა....

საქართველო ფლეი ოფშია
ჩანაწერი

საქართველო ფლეი ოფშია

28 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა დებულებით კიდევ ორი მატჩი გამართა და პირველი დღის იდენტურად ითამაშა. ჩვენებმა ჯერ გერმანია გაანადგურეს – 3.5:0.5, შემდეგ კი, ქულა დაკარგეს პოლონეთის ნაკრებთან – 2:2. მიუხედავად ამისა, 4 ტურის შემდეგ საქართველო ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და ფლეი ოფში გასვლა განაღდებული...

ახალი თასი
ჩანაწერი

ახალი თასი

უეფამ და კონმებოლი დამეგობრდნენ და ერთმანეთში ახალ თასს გაათამაშებენ – 2022 წლის ივნისში ერთმანეთს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები შეხვდებიან. ამ ტურნირების ბოლო გამარჯვებულები კი იტალიისა და არგენტინის ნაკრებები არიან. სწორედ ისინი შეუდგებიან ახალი თასის გამარჯვებულის ათვლას. ახალი თასის გარდა, ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მამებს შორის შეთანხმება, ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში,...

ორი მილიარდი ერთ მოედანზე
ჩანაწერი

ორი მილიარდი ერთ მოედანზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ფრანგული „პარი სენ- ჟერმენი“ და ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან. სავარაუდო-საექსპერტო მონაცემებით „სიტის“ ფეხბურთელთა ჯამური სატრანსფერო ღირებულება 1,005 მილიარდი ევროა. პარიზელებს კი მილიარდამდე სულ ცოტა დააკლდათ – 997,25 მილიონი ევრო. გამოდის, რომ ერთ შეხვედრაში ერთ მოედანზე საბურთაოდ 2 მილიარდი ღირებულების გუნდები გავლენ. ეს იქნება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში „უძვირესი...

საქართველომ სტუმარი ვერ მიიღო
ჩანაწერი

საქართველომ სტუმარი ვერ მიიღო

800.000 დოლარი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია – ასეთია მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის ვერდიქტი საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მიმართ. საქმე ის არის, რომ საქართველოს მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ ვალდებულება ვერ შეასრულა. ჯერჯერობით, უცნობი მხოლოდ ის არის, რა ვადიანი დისკვალიფიკაცია აქვს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას. „საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას WAF-ის ნებისმიერ მსხვილ ტურნირებში (ევროპის თუ მსოფლიოს მასშტაბით), ან...