
უეფამ განაცხადა, რომ ის სუპერლიგის ინიციატორ და დღემდე მის ერთგულ სამ კლუბს, „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ ყოველგვარ სანქციებს უხსნის.
ადრე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერ კლუბს, რომელიც მისი სტრუქტურიდან გაქცევასა და ალტერნატიული შეჯიბრების შექმნას შეეცდებოდა დასჯიდა როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდა.
ზემოხსენებულმა სამმა კლუბმა უეფას სიმკაცრის მიუხედავად უკან არ დაიხია და სუპერლიგის პროექტის ერთგული დარჩა.
უეფას ბოლო განცხადებაში კი წერია, რომ ის „მოჯანყე“ კლუბების დასჯაზე ხელს იღებს. ანუ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ იმ ცხრა კლუბის ბედს, რომლებიც თავიდან მათთან ერთად აპირებდნენ არსებული საკლუბო სტრუქტურის დანგრევას და ალტერნატიული სისტემის შექმნას, არ გაიზიარებენ.
უეფას შეუძლია საქმე ევროპულ სასამართლოში გადაიტანოს, მაგრამ, როგორც გათვითცნობიერებული ხალხი ამბობს, ახლა უკვე კარგად დაფიქრდება სანამ ასეთ თამამ ნაბიჯს გადადგამს.
„რეალის“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსის“ პოზიციას და საპასუხო წერილს უახლოესი 24 საათის განმავლობაში ელოდებიან.
მოგეხსენებათ, მადრიდის სასამართლომ უეფას განუცხადა, რომ მას არ აქვს საფეხბურთო შეჯიბრებების მონოპოლიზების უფლება, რადგან ამით ირღვევა კანონი კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის შესახებ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
