მაისურაძის ვერცხლი

Home კატეგორიის გარეშე მაისურაძის ვერცხლი
მაისურაძის ვერცხლი

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკამ ოქროს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დათმო.

მანამდე ჩვენებურმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო. მაიურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა; მეოთხედფინალში – ნიდერლანდელი იესპერ სმინკი; ნახევარფინალში – უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო.

შეგახსენებთ, ხორვატიაში გრან პრიზე საქართველოს ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოუტანა.

ლუკა მაისურაძე ევროპული თამაშების 1/4 ფინალშია! | Live.ge

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...