ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკამ ოქროს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დათმო. მანამდე ჩვენებურმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო. მაიურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა; მეოთხედფინალში – ნიდერლანდელი იესპერ სმინკი; ნახევარფინალში – უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო. შეგახსენებთ, ხორვატიაში გრან პრიზე საქართველოს ოქროს მედალი...
