არავინ იცის, ვის უფრო ძვირად დაუჯდება „ასტონ ვილასთან“ საშინაო მარცხი (0:1) – „მანჩესტერის“ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს თუ კრიშტიანუ რონალდუს.
სულშერს კლუბის დირექტორატი მიხედავს, რონის კი საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წუთში უსაყვედურეს.
საქმე იმაშია, რომ პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე რონალდუმ საჯარიმო დარტყმის შესრულება ითავა და ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა.
როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსში“ თამაშის განმავლობაში 71 საჯარიმო დაარტყა და 1 გოლი გაიტანა. ამ 71 მცდელობიდან რონალდუს ცოცხალი კედლისთვის 48-ჯერ გაურტყამს ბურთი…
ზემოთაც ვთქვით, რომ ჯოხი სულშერზე და რონალდუზე გადატყდება, არადა, წესით და რიგით, მთავარი დამნაშავე ბრუნუ ფერნანდეშია, ვინაც 90+3 წუთზე პენალტიდან ბურთი კარს გადააცილა.
ფაქტია, რომ რონალდუსთან ერთად გუნდი ნაკლებ შედეგს აჩვენებს, ვიდრე მის დაბრუნებამდე. ისე, ინფორმაციისთვის: „ასტონ ვილამ“ გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
