ბულგარეთის ნაკრებმა და სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონმა საქართველოს ნაკრების ორი მწვრთნელი უკვე შეიწირა – გაიოზ დარსაძე და ექტორ რაულ კუპერი.
ღმერთს სამება უყვარსო და მესამე ვილი სანიოლი უნდა იყოს. თუ ფრანგ სპეციალისტს თავმოყვარეობა აწუხებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სოფიაშივე უნდა დატოვოს.
თუ არ აწუხებს, მაშინ თავმოყვარეობა ფეხბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს და მათივე მოძიებული და ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი მწვრთნელი სოფიაშივე უნდა გაათავისუფლოს.
თუმცა, რატომ მარტო მთავარი მწვრთნელი – ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შეუძლიათ სრული შემადგენლობით თავადაც გადადგნენ.
ქართული ფეხბურთი არ იმსახურებს არც ასეთ მწვრთნელს და არც ასეთ ფედერაციას…
p.s. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთში მორიგი სირცხვილი ჭამა და ფრიად უსახურ მასპინძელ გუნდთან 1:4 დამარცხდა. შეგახსენებთ, დარსაძისა და კუპერის გუნდებმა „ვასილი ლევსკიზე“ ერთნაირი ანგარიშით – 2:6 წააგეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
