ბულგარეთის ნაკრებმა და სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონმა საქართველოს ნაკრების ორი მწვრთნელი უკვე შეიწირა – გაიოზ დარსაძე და ექტორ რაულ კუპერი. ღმერთს სამება უყვარსო და მესამე ვილი სანიოლი უნდა იყოს. თუ ფრანგ სპეციალისტს თავმოყვარეობა აწუხებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სოფიაშივე უნდა დატოვოს. თუ არ აწუხებს, მაშინ თავმოყვარეობა ფეხბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს და მათივე მოძიებული და ზარ-ზეიმით...
