როდესაც ჟურნალისტიკის სტანდარტი იკარგება, პატივისცემაც ქრება და ნდობასაც. ჟურნალისტიკა მწარე სიმართლეა, მით უფრო მაშინ, როდესაც ვინმეს ეწყინება… ამას წინათ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა თქვა, ეროვნული ჩემპიონატის დონე კატასტროფული რომ არის, რა ჩემი ბრალიაო, ეს კი მედიის დიდმა ნაწილმა ისე „გაატარა“, თითქოს არაფერი მომხდარა. ისევ მოყვარულებმა გაიხსენეს და ვიდეო დადეს, 2014 წელს, სფფ-ს პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ...
ჭდე: ლევან კობიაშვილი
მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
გული დაგვწყდება, მაგრამ სრულებით არ გაგვიკვირდება, ახალგაზრდა გულშემატკიკვარს არაფერი რომ სმენოდეს ლანჩხუთის „გურიაზე“. არადა, მართლა რა უნდა სმენოდეს, როდესაც თავად ლანჩხუთელებსაც ამ გუნდის არსებობას, წინა საუკუნეში, სამ თვეში აშენებული სტადიონი (უფრო სწორად, რაც მისგან შემორჩა) და ამ პატარა რაიონული ცენტრის გოგონათა ამავე სახელის მქონე გუნდიღა ახსენებთ. არა, „გურია“ ახლაც არსებობს, უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში...
არასერიოზული
ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“? კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია. გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“? ფაქტია, რომ სტადიონმა ანშლაგით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 21 და 26 მარტის (ლუქსემბურგთან და...
ენას რომ ძვალი ჰქონდეს…
საქართველოს ნაკრებმა ერთკვიარიან მონაკვეთში 3 მატჩი ითამაშა. როგორ ითამაშა, ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ. ამაზე შოთა არველაძემ ილაპარაკა. რა თქვა, არც ამაზე შევჩერდებით, თუმცა იოლად მიხვდებით, რომ სამი სამარცხვინო წაგების შემდეგ კარგს არაფერს იტყოდა. რის გამოც ამ წერილს ვწერთ, ამის მერე მოხდა: შოთა არველაძეს უთხრეს, რომ თავისი საქმისთვის მიეხედა. თავისი საქმისთვის მიეხედა, შოთა არველაძეს: ⚽ საქართველოს...
კობიაშვილი და პოლიტბიურო
აი, ქართულ ფეხბურთზე ბრეჟნევი რატომ უნდა გაგახსენდეს?! უფრო სწორად, ანეკდოტი, რომელიც „უძრაობის ხანად“ წოდებულმა იმ ეპოქამ დაგვიტოვა – ბრეჟნევი თავის სპეცვაგონში ზის და პოლიტბიურო ვაგონს აჯანჯღარებს, რომ მოძრაობის ილუზია შეუქმნასო. დაახლოებით ასეთ დღეში ვართ: ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგი ვაგონში ზის და ფეხბურთის ფედერაცია აჯანჯღარებს. განსხვავება ისაა, რომ თავს აღარავინ იტყუებს. თუ არ გჯერათ, სფფ-ის ვებ...
წადი ვილი, მიჰყევი – ლევან !
ბულგარეთის ნაკრებმა და სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონმა საქართველოს ნაკრების ორი მწვრთნელი უკვე შეიწირა – გაიოზ დარსაძე და ექტორ რაულ კუპერი. ღმერთს სამება უყვარსო და მესამე ვილი სანიოლი უნდა იყოს. თუ ფრანგ სპეციალისტს თავმოყვარეობა აწუხებს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა სოფიაშივე უნდა დატოვოს. თუ არ აწუხებს, მაშინ თავმოყვარეობა ფეხბურთის ფედერაციას უნდა ჰქონდეს და მათივე მოძიებული და ზარ-ზეიმით...
რას დაუკრავს ვილი?
დღეს 16 თებერვალია. საქართველოს ნაკრების ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილია 37 დღე, შესაბამისად 5 კვირა და ევროპის საფეხბურთო კალენდრით 5 ტური. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები თამაშობენ საფრანგეთში, პოლონეთში, კვიპროსზე, თურქეთში, უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში… დაახლოებით 20 ფეხბურთელი… მომავალ უქმეებზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში ჩამოდის, ანუ უახლოესი ტურის მატჩებს ის ვერ დაესწრება და ჰა ჰა,...
ლევან, წადი… პოლიტიკაში
ბევრი არაა ისეთი ფეხბურთელი, ვისი პროფესიონალიზმიც სხვებს მაგალითად შეგიძლია დაუსახო. მე რომ მკითხო, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ეპოქაში სულ ორი ხელის თითებზე ჩამოითვლება – კალაძეს, ცხადაძეს, ქეცბაიას, არველაძეებს ჩემი პატივისცემა, მაგრამ ეს წერილი სხვებზეა. ეს იმ ბიჭზეა, პირველი ინტერვიუ 25 წლის წინ რომ ჩამოვართვი, „ალანიაში“ ელოდნენ და „ბარსელონაზე“ ოცნებობდა. „ბარსაში“ ვერა, მაგრამ გერმანულ ბუნდესლიგაში კი დატოვა...
პრეზიდენტის სხვა სამყარო
ესეც ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომელსაც უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეალობის გრძნობა დაუკარგავს, სადღაც სხვა სამყაროშია. სხვა შემთხვევაში, ამ კაცმა რაც იკადრა, ამის უფლებას თავს არ მისცემდა და თუ მაინცდამაინც, რაც გააკეთა, სხვა ფორმითაც შეძლებდა. აგერ, განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში წუხელ გავრცელდა და რომლის შინაარსსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს… რას ველოდით და რა მივიღეთ???...
ვინ უნდა გაიყვანოს ნაკრები ესტონეთთან?
„ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო. ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – ეს სიტყვები ლევან კობიაშვილმა გაზაფხულზე, ვლადიმირ ვაისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღებისას თქვა. ამ კონტექსტში „ვიცი, როგორ უყურებენ ფეხბურთელები მწვრთნელს,“ – გუნდში ჯანსაღი სიტუაციის არსებობას ნიშნავს. ახლა კი რას ამბობს მწვრთნელი სომხეთთან დამარცხების შემდეგ: „თუ პროგრესი გსურთ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ...









