წელი: 2020

Home 2020
კორონა აზიაც გააჩერა
ჩანაწერი

კორონა აზიაც გააჩერა

კორონავირუსის პანდემიამ სპორტული აქტივობები სრულიად შეცვალა. როგორც უკვე იცით, ერთი წლით გადავადდა ამ ზაფხულს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო. ახლა, Covid 19 მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსაც შეეხო. FIFA-მ ღიად გამოაცხადა, რომ მუნდიალის შესარჩევი მატჩები აზიის ზონაში, რომლებიც წლეულს უნდა ჩატარებულიყო, საგაისოდ გადაიდო. აზიური შესარჩევის მე-2 რაუნდის...

წრე დინამომ დაამრგვალა
ჩანაწერი

წრე დინამომ დაამრგვალა

ზაფხულის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გახდა. ლიდერმა „დილამ“ პირველად წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა. ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი „ბათუმია,“ რომელიც მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. ერთადერთი მოუგებელი კი ბოლოადგილოსანი „მერანია.“ პირველი წრე დამთავრდა, მაგრამ დღეს, 12 აგვისტოს, მეორე დაიწყება, „თელავი“ – „დინამოს“ უმასპინძლებს „კავკასიონი არენაზე“ და როგორც თელავური კლუბის პრესსამსახური იუწყება, ყველა, 800-ვე ბილეთი გაყიდულია. ამ მატჩსა და ტურის...

19-ში, დინამოზე
ჩანაწერი

19-ში, დინამოზე

გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მატჩის, თბილისის „დინამოსა“ და ალბანური „ტირანას“ ჩატარების თარიღი და დრო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 19 აგვისტოს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს თბილისის ,,დინამო არენა” უმასპინძლებს. ქართულ-ალბანურ დაპირისპირება მაყურებლის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში „დინამო“ სერბულ „ცრვენა ზვეზდასა“ და გიბრალტარის გუნდ „ევროპას“ შორის გამარჯვებულს თბილისში შეხვდება....

ორი სამყაროს ზღვარი
ჩანაწერი

ორი სამყაროს ზღვარი

სულ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ სტატია, რომელიც პოზიტივის და ნეგატივის ზღვარზე გადიოდა. საქმე ეხება ახალ საკალათბურთო სასახლეს, რომელიც საბურთალოზე შენდება. აბა, ძვირი როგორ უნდა დაგვცდენოდა, მაგრამ ასჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი სჯობს – სასაფლაო რამდენიმე  ნაბიჯშია სასაფლაოდან და ეს მეტისმეტად დამთრგუნავ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გადავწყვიტეთ აზრი ეზოთერიკისა და პარაფსიქოლოგიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებისთვის გვეკითხა....

მანჩესტერი დემბელეს მიადგა
ჩანაწერი

მანჩესტერი დემბელეს მიადგა

მას შემდეგ რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირების შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა, ალტერნატიული გზის ძებნას შეუდგა, რამაც ისევ ბარსელონამდე მიიყვანა. ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ისევ განიხილავენ უსმან დემბელეს ვარიანტს. არის საუბარი იმაზეც, რომ ბრიტანული მხარე არაოფიციალურად უკვე შეუთანხმდა „ბარსელონას“, რომ დემბელე იჯარით აიყვანოს, გამოსყიდვის პერსპექტივით. თუმც, ჯერჯერობით, კლუბის წარმომადგენლებს თავად 23 წლის ფეხბურთელთან...

სამში ერთი მინც მინდაო
ჩანაწერი

სამში ერთი მინც მინდაო

ინლისურმა „მანჩესტერმა“ ბევრი იჯაჯგურა მოკრძალებული “კოპენჰაგენი” დამატებით დროში პენალტით 1:0 დაამარცხა. ამით ოლე გუნარ სულშერის გუნდი ევროპალიგის ნახევარფინალში გავიდა. ეს მათი მესამე ნახევარფინალია სეზონში. პირველი ინგლისის ლიგის თასზე „სიტის“ დაუთმეს, ინგლისის თასზე „ჩელსისთან“ ვერას გახდნენ. ოლე გუნარ სულშერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მაინც გაგვიჭირდა. სამჯერ ძელს გავარტყით ბურთი და მეტოქის მეკარემაც...

გაგიჩერებთ, ჩადიხართ!
ჩანაწერი

გაგიჩერებთ, ჩადიხართ!

შეიძლება ისეც მოხდეს, შოტლანდიის ახლახანს დაწყებული ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდეს. ამ უკიდურესი ზომით შოტლანდიის ხელისუფლება დაიმუქრა, მიზეზი კი „სელტიკის“ მცველი ბოლი-ბოლინგოლი მბომბოა. საქმე იმაშია, რომ „კილმარნოკთან“ მეორე ტურში 1:1 დასრულებულიმატჩის შემდეგ დაუკითხავად გაემგზავრა ესპანეთში და იქიდან კორონავირუსით დაბრუნდა. მანამდე კარანტინის წესები უხეშად დაარღვია „აბერდინის“ 8 მოთამაშემ – მატჩის წინა საღამო პაბში გაატარეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა....

მოსალოდნელია, ხმაური…
ჩანაწერი

მოსალოდნელია, ხმაური…

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. უმთავრესი საკითხი სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევა იყო. შედეგად მივიღეთ, რომ საანგარიშო-საარჩევნო სესია 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართება. ასევე დაამტკიცეს დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი. სეოკ-ის უფლებამოსილმა წევრმა ორგანიზაციებმა საანგარიშო-საარჩევნო სესიის დელეგატთა პერსონალური სია სეოკ-ის ოფისში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020...

ფულს ითხოვენ და თან როგორს
ჩანაწერი

ფულს ითხოვენ და თან როგორს

„მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც გუშინ, ევროლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის დამატებით დროში, ბრუნო ფერნანდეშის პენალტით „კოპენჰაგენს” 1:0 მოუგო, ჯეიდონ სანჩოს ყიდვის იმედი არ დაუკარგავს. მეორე მხრივ, ინგლისური კლუბი უკმაყოფილოა იმ თანხით, რომელსაც სანჩო ხელფასად ითხოვს. მანჩესტერელებს არც ის მოსწონთ, რომ „დორტმუნდმა” მათთან პირდაპირი მოლაპარაკება არ ისურვა და სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობისთვის აგენტი დანიშნა. „იუნაიტედს” სურს, რომ ბუნდესლიგის მეორეადგილოსანს ერთბაშად 70...

ნუღარ გაიხდით ლურჯ-თეთრს…
ჩანაწერი

ნუღარ გაიხდით ლურჯ-თეთრს…

17 წლის წინ, ივლისში, თბილისის „დინამო“ აშკარა ფავორიტის რანგში ტირანას ესტუმრა.  რატომ ფავორიტის რანგში? საქართველოს ჩემპიონებს პირველი მატჩი „დინამოს“ ცარიელ სტადიონზე 3:0 ჰქონდათ მოგებული. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ. ამათ შორის მოგებულს კი ავსტრიის „გრაცერთან“ უნდა ეთამაშა. მოგებულს რა, 99-პროცენტიანი ალბათობით, თბილისის „დინამოს“… მაგრამ მოხდა სასწაული – ივო შუშაკის გუნდმა ტირანაში, ძირითადი და...