რომის „მასტერსზე“ სენსაციური მარცხი განიცადა ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა, გრუნტის „მეფედ“ შერაცხულმა რაფაელ ნადალმა. ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და 2:6, 5:7 წააგო. არადა, აქამდე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვედროდნენ და ყველა მატჩი რაფას გამარჯვებით დასრულებულიყო. ფინალში გასასვლელად შვარცმანი კანადელ დენის შაპოვალოვთან იბრძოლებს, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი სამ სეტში – 6:2, 3:6, 6:2 დაამარცხა. რომის „მასტერსი“...
წელი: 2020
უნდერი მელია გახდა
„ლესტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „რომას“ ნახევარმცველი ჩინგიზ უნდერი იჯარით აიყვანა. 23 წლის თურქი ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება 2020-21 წლების სეზონზეა გათვლილი. როგორც ირკვევა, „მელიები“ „რომას“ 3 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო 2021 წელს მისი გამოსასყიდი ფასი 25 მილიონი გირვანქა იქნება. ცნობილია უნდერის ხელფასიც – 3.5 მილიონი წელიწადში. უნდერი „რომაში“ 2017 წელს „ბაშაქშეჰირიდან“ 14,25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა....
ის
ყველა აქ შეკრებილა და ვინღა გვაკლია? გასაგებია ვინც. ის. ააა, უკვე აღარ გახსოვთ? გაგახსენებდათ თავს, აქ რომ იყოს. მსუბუქი პანიკა გადაურბენდა ყველას. ვერც მარიო ზაგალო იქნებოდა ასე თამამი. ვერც ბერტი ფოგთსი და გლენ ჰოდლი გაიბღინძებოდნენ აგრერიგად. ეჰ, ახლა რომ აქ იყოს, მინდორზე, მაგრამ მისი ამბავი დამთავრებულია. უკვე კარგახანია. თითქოს იბრძოდა, არ უნდოდა, უფრო სწორად კი...
სამშობლოს შეცვლა ნებადართულია
ფიფას კონგრესმა მოიწონა ცვლილება წესში, რომელიც ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას განსაზღვრავს. ამიერიდან, ფეხბურთელს შეუძლია, უპრობლემოდ გადავიდეს მეორე ქვეყნის ნაკრებში, თუ პირველში მხოლოდ ერთი ოფიციალური (ამხანაგურები არ ითვლება) მატჩი აქვს ნათამაშევი. ოღონდ, ეს ერთი მატჩი რომელიმე დიდი ტურნირის ფინალური ეტაპისა არ უნდა იყოს. პირველად ამ რეფორმის იდეა 2018 წელს გაჩნდა. მაშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარი უთხრა...
ბაიერნმა იქ გააგრძელა, სადაც შეწყვიტა
„ბაიერნმა” ახალი სეზონის პირველივე შეხვედრაში გამოამჟღავნა, რომ ისევ ის „ბაიერნია”. გერმანიის ჩემპიონმა, თასის მფლობელმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სეზონს გახსნის დღეს „შალკეს” 8:0 გადაუარა. სერჟ გნაბრის, ლერუა სანესა და კომპანიას მოედანზე უპრობლემოდ გამოუვიდა ყველაფერი, რაც კი განიზრახა. „ამ გუნდს გამარჯვება კვლავ სწყურია, — თქვა ZDF-თან საუბრისას ახალ გუნდში პირველი თამაშის დაჭაშნიკების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან” ახალგადასულმა...
რისთვის დაიბადა გარეთ ბეილი?
გარეთ ბეილი ამ სეზონს „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გაატარებს, თუმცა შეიძლება უფრო დიდხანსაც დარჩეს. პარასკევს, როდესაც ბეილი ლონდონში, „სფურზის” საწვრთნელ ბაზაზე მივიდა, ის ფანების ალყაში მოექცა. „დეზები” „რეალს” იჯარის 12 მილიონი გირვანქისა და ფეხბურთელის დიდი ხელფასის ნაწილის გადახდაზე შეუთანხმდნენ. როგორც ინგლისურმა მას-მედიამ გაიგო, თუკი საქმე კარგად წავა, ლონდონის კლუბი იჯარას მომდევნო სეზონის ბოლომდეც გააგრძელებს და ასე მიაღწევენ...
ჩვენ არ ვიფხორებით
დაგლიჯა „ლოკომოტივმა“! ჩამოვიდა მოსკოვის გაბღენძილი გუნდი, თბილისისამ კიდევ, ამხელა სტალიციდან მობრძანებული ბრექით უნდა იყო, აბა რაო და… მოუგო. მოუგო ლამაზად, ჭკვიანურად. როცა საჭირო იყო პრესინგი ითამაშა, როცა გამოუვიდა წკაპა-წკუპა კომბინაციებიც გაათამაშა და მიართვა მისართმეველი. მერე, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ვიღაცებს უთქვამთ, თბილისის გუნდი საცოდავი იყოო. თავს მიხედეთ, თქვე გავარდნილებო, თავს. ჩვენ შეჯიბრებაში მონაწილეობას ცოტა ხნით მაინც...
ბუბკას რეკორდი დაემხო!
არმან დიუპლანტისი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მძლეოსნობის ლეგენდად იქცა. რომში მიმდინარე „ბრილიანტის ლიგის“ ეტაპზე შვედმა ჭოკით მხტომელმა 6,15 მეტრი სიმაღლე დაძლია და კიდევ ერთი ლეგენდის, უკრაინელი სერგეი ბუბკას შედეგი 1 სანტიმეტრით გააუმჯობესა. ბუბკას რეკორდიც იტალიაში, ოღონდ სესტრიერში დამყარდა 1994 წელს და აგერ უკვე 26 წელია, ვერავინ გაეკარა. დიუპლანტისი თებერვალში, შოტლანდიაში 6,18 მეტრზეც გადახტა,...
უეფამ დინამოს შანსი მისცა
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართულმა წილისყრამ ევროპის ლიგის ჯგუფის შანსი დახატა. თბილისელები თუ დედაქალაქელები ფარერების „კლაკსვიკთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ, ფლეი ოფში მათი მეტოქე ირლანდიურ „დანდალკსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის გამარჯვებული იქნება. ამაზე უკეთეს წილისყრას ქართული კლუბი ვერ ინატრებდა, იმის მიუხედავად, რომ ჯგუფურ ეტაპამდე დარჩენილი ორივე მატჩის სტუმრად გამართვა მოუწევს. რაც შეეხება თბილისის „ლოკომოტივს“:...
Бедные !!!
თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ევროპალიგიდან რომ გააგდო, ამას ჩრდილოელ მეზობლებში არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ელიტა დაბოღმილია, ხალხი უფრო ობიექტური… Они унизили «Динамо» არის ასეთი რუსული გამოთქმა – плохому танцору яйца мешают… დაახლოებით იგივე მოუვიდა მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს, რომელმაც ქართული მოედნის საფარი და ქართული მიწა დაიწუნა. ალბათ ერთადერთი რუსია, ვისაც ქართული მიწა არ მოსწონს… Спортивная...









