მესი? არგენტინელის დამატება, რასაკვირველია, დიდებული იქნებოდა, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” სეზონის პირველ შეხვედრაში არაფერი ეტყობოდა, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ იყიდა და ამის გამო თამაშის ხარისხი ჩაუვარდა. და „ქალაქელთა” აღმაფრენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ფილ ფოდენი, რომელიც მესის „ეტიჰედზე” გადასვლის შემთხვევაში სათადარიგო გახდებოდა. 20 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივარს დაავიწყა ის სკანდალი, რომელშიც ინგლისის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე...
წელი: 2020
ჯერ გასინჯეთ, მერე განსაჯეთ!
ტურინის „იუვენტუსი“ კვლავაც დაინტერესებულია ალვარო მორატას დამატებით. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის ფორვარდი 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანოს და 45 მილიონად გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლებაც დაიტოვოს. „ატლეტიკო“ ისეც მზად იყო წინადადების განსახილველად. მას შემდეგ, რაც „ბარსელონა“ ლუის სუარესის უფასოდ გაშვებას დათანხმდა, „ატლეტიკო“ სუარესს აიყვანს და მორატას შეელევა. მორატას იჯარის ვადაც სიმბოლური ამბავია. ტურინში მას მშვენივრად იცნობენ...
სანამ ვაისი ფიქრობს
საქართველოს ეროვნულ გუნდს 8 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ბელარუსის ნაკრებთან. სანამ ვლადიმირ ვაისი ფიქრობს, ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 35 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც საბოლოო 27-კაციან სიას 28 სექტემბერს გამოაცხადებს. 3 ოქტომბერს კი გუნდი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. მარხელის გუნდი თბილისში...
ბარსამ სუარესი უფასოდ გაუშვა
ბოლო ცნობებით, ლუის სუარესის „ბარსელონადან“ წასვლა შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუთანხმდა, მაგრამ პრობლემას „ბარსელონასთან“ შეუთანხმებლობა ქმნიდა. საქმე ის არის, რომ კატალონიური კლუბი მზად გახლდათ სუარესისთვის ერთი წლის ხელფასის ნაწილი გადაეხადა, ფეხბურთელი კი, წასვლის სანაცვლოდ, სრულ ანაზღაურებას ითხოვდა. საბოლოოდ, სუარესი კონტრაქტის დარჩენილი ვადით (1 წელი) გათვალისწინებული ხელფასის ნაწილს მიიღებს,...
ბარსა საკუთარ ფეხბურთელს ყიდულობს
ესპანური „გრანდის“ მენეჯმენტში რომ სერიოზული პრობლემებია, ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებაც ცხადჰყოფს. მორიგი ამგვარი „მიგნების“ შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. „ბარსელონა“ ინგლისური „სიტისგან“ მისივე აკადემიის აღზრდილ ერიკ გარსიას 18 მილიონ ევროდ ყიდულობს. გარსია 19 წლისაა და ალბიონზე სამი წლის წინ სიმბოლურ ფასად გადაბარგდა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ყიდვა რონალდ კუმანის მოთხოვნაა. მისი თქმით,...
კლოპი: ჩვენ ასე არასდროს ვიქცევით!
იურგენ კლოპი ლივერპულელებს გაუბრაზდა. მწვრთნელს არ მოეწონა, რომ მისმა სათადარიგოებმა „ჩელსის” მცველის ანდრეას კრისტენსენის გაძევება იზეიმეს. „სტემფორდ ბრიჯზე”, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე, კრისტენსენმა სადიო მანეს წინააღმდეგ იუხეშა, რისთვისაც მოედნიდან გააძევეს. უფრო სწორად, დანიელს მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ვიდეოჩანაწერის განხილვის შემდეგ ყვითელი ავტომატურად იქცა წითლად. ამ ეპიზოდის მიმოხილვისას ფრანგმა ჟურნალისტმა ჟულიენ ლორენმა დაწერა:...
ჯოკოვიჩი პირველობით მეორეა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს რეიტინგის სიის სათავეში უკვე 287 კვირაა იმყოფება. ამ მონაცემებით სერბმა ამერიკელ პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელმაც რეიტინგის სიის თავში ყოფნა „მხოლოდ“ 286 კვირა შესძლო. შედეგად, „ნოლემ“ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგის თავში ყოფნით. პირველი როჯერ ფედერერია, რომელიც 310 კვირის მანძილზე არავის უთმობდა პირველობას. TOP 5-ში ასევე შედიან ჩეხი ივან ლენდლი...
არტურო ვიდალ, შენ ბარსას დააკლდები!
არტურო ვიდალი „ბარსელონადან” „ინტერში” გადავიდა და ეს ამბავი სულ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება. ჩელელი იტალიაშია, სამედიცინო შემოწმებას გადის. ვიდალს ამ ნაბიჯის გადადგმა „ბარსას” ახალმა თავკაცმა რონალდ კუმანმა აიძულა. ჰოლანდიელმა თქვა, რომ ვიდალი მის გეგმებში არ შედის. მეგობრის წასვლასთან დაკავშირებით ლეო მესიმ თავის ინსტაგრამზე გამოსამშვიდობებელი სიტყვები დაწერა: „მე შენ ჯერ კიდევ იმ დროიდან გიცნობ, როდესაც ერთმანეთის მეტოქეები...
უძვირესის გაუფასურება
კვირას, „ლივერპულთან” შეხვედრაში, „ჩელსის” ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ უხეში შეცდომების სიას კიდევ ერთი დაამატა. ამის შემდეგ, დასავლეთლონდონური კლუბის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან, როდის ჩავა მათთან „რენის” კარის მცველი ედუარ მენდი და როდის დაიკავებს ადგილს ძელებს შორის. თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარეობდა. „ლივერპული” 1:0-ს იგებდა, როდესაც კეპამ, რომელიც 3 ოქტომბერს 26 წლისა ხდება, მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული...
ჩამოყარეთ…
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმუნული „უნივერსიტატიასა“ და რუსული „დინამოს“ დამარცხებით თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე გამოიმუშვა 780 000 ევრო. აქედან 240 000 მონაწილეობისთვის, 260 000 „უნივერსიტატიას“ ბარიერის გადალახვისთვის და შესაბამისად მეორე ეტაპზე მონაწილებისთვის, 280 000 კი – მოსკოვის „დინამოს“ გაგდებისთვის და შესაბამისად მესამე ეტაპზე მონაწილეობისთვის. ჯამში 780 000. დიახ, ევროპა ლიგაზე მხოლოდ მონაწილეობისთვის უეფა კლუბს 240 ათასით...









