ფიფას კონგრესმა მოიწონა ცვლილება წესში, რომელიც ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას განსაზღვრავს. ამიერიდან, ფეხბურთელს შეუძლია, უპრობლემოდ გადავიდეს მეორე ქვეყნის ნაკრებში, თუ პირველში მხოლოდ ერთი ოფიციალური (ამხანაგურები არ ითვლება) მატჩი აქვს ნათამაშევი. ოღონდ, ეს ერთი მატჩი რომელიმე დიდი ტურნირის ფინალური ეტაპისა არ უნდა იყოს. პირველად ამ რეფორმის იდეა 2018 წელს გაჩნდა. მაშინ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უარი უთხრა მუნირ ელ-ჰადადის, რომელსაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრებში იწვევდნენ. მიზეზი ის გახდა, რომ მუნირს 2014 წელს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ესპანეთის ეროვნულ გუნდში მაკედონიის წინააღმდეგ ჰქონდა ნათამაშევი.ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
