წელი: 2020

Home 2020
ბილიჩი: ხელი იყო და მორჩა!
ჩანაწერი

ბილიჩი: ხელი იყო და მორჩა!

„ვესტ ბრომვიჩის” ფანები აღშფოთდნენ, რისი მიზეზიც „ჩელსის” ბოლო გოლის წინ, კაი ჰავერცის ხელით თამაში იყო. ეს გოლი ტამი აბრაჰამმა მსაჯის მესამე წამატებულ წუთზე გაიტანა. შედეგად, თამაში 3:3 დამთავრდა. ფრენკ ლემპარდის გუნდი პირველ ტაიმში არაფრად ვარგოდა და 0:3 წააგო, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა იგდო ხელთ და სამი გოლი შეაგდო. ინგლისური პრესა წერს, რომ დასავლეთლონდონელთა ასეთ გადასხვაფერებას...

მატჩი, რომელიც კარიერას უდრის
ჩანაწერი

მატჩი, რომელიც კარიერას უდრის

ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას ერთი კარგი თამაში განსაზღვრავს. ასე დაემართა ნორვეგიელ იენს ჰეუგეს, რომელმაც ევროპა ლიგის შეხვედრაში „მილანს“ მისსავე „სან სიროზე“ გაუტანა. იტალიელებმა „ბოდო გლიმტი“ 3:2 დაამარცხეს. 20 წლის ჰეუგემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „როსონერის“ ბოსებს ბევრი არ უფიქრიათ და „ბოდო გლიმტს“ მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზეს. თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოსო და „გლიმტმა“ 6...

ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!
ჩანაწერი

ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩს მოემსახურება. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში უეინ ბარნსის, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისის დამხმარე იქნება „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის...

ჩანაწერი

ის, რაზეც პასუხი არ არსებობს…

ამას წინათ ერთ ძველ ფეხბურთელს შევხვდი, მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ ისტორიები… ჰოდა, მიყვება… – სსრკ ჩემპიონატისას ხარკოვში ვართ ჩასულები, მსაჯი „გამაზული“ გვყავს. გვიტევს „მეტალისტი“, მაგრამ არ გვეშინია, მსაჯი ჩვენია. გოლი არ ჩაუთვალა მეტოქეს – არარსებული თამაშგარე მოიგონა, მერე ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდო. მოკლედ, წინ და უკან ჩვენ სასარგებლოდ უსტვენს. ერთ უწყინარ სიტუაციაში ჩვენ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს,...

ანჩელოტის ხამესი და ზიდანის ხამესი
ჩანაწერი

ანჩელოტის ხამესი და ზიდანის ხამესი

ხამეს როდრიგესმა პრემიერლიგაში სახე იცვალა. „ევერტონში”, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის, კოლუმბიელი საკუთარი თავის რწმენით აივსო და ნიჭს გაცილებით უკეთ ავლენს. ესპანური გაზეთი „მარკა” წერს, რომ ის „რეალში”, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ასე ვერ თამაშობდა. „მარკამ” გადაწყვიტა შეედარებინა, თუ რა განსხვავებაა ხამესს ზიდანის ხელში და ხამესს ანჩელოტის ხელში. ესპანელი ჟურნალისტების ვერსია ასეთია: რწმენა:  გულწრფელები თუ ვიქნებით, რთული...

ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ
ჩანაწერი

ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ

ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”. „ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად...

ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს
ჩანაწერი

ღია წერილი გამგებს, რომელიც გაიგებს

ეძღვნება თბილისის დინამოს დავიკარგე, ხომ იცი? აღარავის აღარ ვაქვარ… არა, რა ვაქვარ…  ვაქ. თუ ვყავარ? არა, არც ვყავარ. მოკლედ, აღარსად აღარ ვარ. სანთლით უნდა მეძებო. არადა, რამხელა ვიყავი! ხომ გახსოვს ერევანში ჭომამ მსაჯს ტაში რომ დაუკრა, იმან კიდევ ეგ როგორ მაკადრეო და წითელი ბარათი რომ ამოუღო? აი, მაშინ იმხელა ვიყავი, რომ ათი კაცით დარჩენილმა ბიჭებმა...

ბარსა მარტინესს ბოლოჯერ შეუტევს
ჩანაწერი

ბარსა მარტინესს ბოლოჯერ შეუტევს

ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონა“ არ კარგავს იმედს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე მაინც მოახერხებს მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებას. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში „ბლაუგრანა“ ბოლოჯერ შეეცდება 23 წლის არგენტინელის ხელში ჩაგდებას. არადა, კლუბები უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა გადამწყვეტი მომენტია. ესპანური მედია იმასაც წერს, რომ „ბარსელონას“ ახლა სურს არგენტინელის გადაბირება, რადგან გუნდი ხუთმა...

უსტვინეთ რამდენიც გინდათ
ჩანაწერი

უსტვინეთ რამდენიც გინდათ

ახლა უკვე „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ შემტევმა, გარეთ ბეილმა, რომლის უფლებები მაინც მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, ესპანური კლუბიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „არაფერს ვნანობ. უბრალოდ, ვცდილობ ფეხბურთი ვითამაშო, ხოლო რასაც ჩემს მიმართ საუბრობენ, ვერ გავაკონტროლებ. ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს. უკეთ ვიცი აზრი საკუთარ თავზე, ჩემმა ოჯახმა იცის ვინ ვარ და ეს უფრო მაღელვებს. სხვა ქვეყანაში წასვლითა...

მე ვარ მეცხვარე…
ჩანაწერი

მე ვარ მეცხვარე…

გილოცავთ, მეგობრებო: „დინამო“ გუშინდელი საღამოს ყველაზე წყალწაღებული გუნდი არ ყოფილა. „დუნაისკა სტრედამ“ ავსტრიულ „ლასკთან“ სულაც 0:7 წააგო. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ამ უწყალწაღებულესმა „დუნაისკა სტრედამ“ ორი წლის წინ ეს ჩვენი „დინამო“ ათრია… ახლა კი სერიოზულად: ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ პოლ კლეტსტარდი ფარერელი მამაკაცისთვის ისეთი ჩვეული საქმიანობითაც არის დაკავებული, როგორიც მეცხვარეობა და ვეშაპებზე ნადირობაა. პოლ კლეტსტარდმა „დინამოს“...