ვერ გეტყვით, ეს რა გრძნობა იყო. ყველაზე დიდი დამცირება, რაც ქართული ფეხბურთისგან გადაგვიტანია. თბილისის „დინამოს“ გუშინდელი 1:6 კატასტროფის ფონზე იმავე ფარერებზე წლების წინ „ვიტ ჯორჯიას” წაგებული 0:3 ლამის გმირობად გვეჩვენება. ვინ? თბილისის „დინამომ”? ვისთან? უსახელო კუნძულელებთან, რომლებიც გლდანულას არ აღემატებიან მოსახლეობით და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დურგალი ჰყავთ? აქ უკვე უნდა შეწყდეს ნებისმიერი ინსინუაცია. რომან...
წელი: 2020
ბაიერნმა სუპერთასიც მოიგო
ევროპის სუპერთასზე, დამატებით დროში, ხავი მარტინესის გოლით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ბაიერნმა” ევროლიგის გამარჯვებულ „სევილიას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე” გაიმართა. ეროვნებით ბასკი მარტინესი, რომელსაც ზაფხულში „ბილბაოში” ელოდნენ, გერმანული კლუბის ერთგული დარჩა და, როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა — „რეკორდმაისტერის” მორიგი ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. შეხვედრას 20 000 მაყურებელი დაესწრო. მე-13 წუთი...
კარი პატარა იყო
„ტოტენჰემმა” მაკედონიაში „შკენდიას” 3:1 მოუგო, მაგრამ შეხვედრას წინ სახალისო ამბავი უძღოდა — ინგლისურმა გუნდმა კარების გამოცვლა მოითხოვა, ძალიან დაბალიაო. ევროლიგის ამ თამაშზე კარები რომ დაბალი იყო, „სფურზის” მეკარემ მოთელვის დროს შეამჩნია და ამის შესახებ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს შეატყობინა, მან კი თავის მხრივ დელეგატი და მსაჯები ჩართო საქმეში. მოურინიუმ თქვა: „თამაშის წინ სასაცილო რაღაც მოხდა. ჩემმა...
დამშვიდობება ტელეფონით და ფარული ფავორიტი
წლევანდელ ლა ლიგას, სავარაუდოდ, ცოტა მეტი ინტრიგა ახლავს, ვიდრე გასულს. გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემებით და 16 ფრით მესამე ადგილამდე ააღწია, მთელი სეზონი საკუთარი სტილის ერთგული იყო. დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში კედლად იდგა და მხოლოდ მაშინ რისკავდა, როცა გოლის გატანა აუცილებელი იყო. „ენფილდზე“ ლივერპულელთა ძლევის შემდეგ „ატლეტიკო“ გიმნაზისტად მონათლული ნეგელსმანის „ლაიფციგთან“ ვერას გახდა – გერმანელებმა მატჩის...
შენცა, იბრა?
იტალიურმა მედიამ „მილანის“ ოფიციალურ განცხადებას დაასწრო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ბუნებრივია, 38 წლის შვედი ფორვარდი ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპალიგის შეხვედრაში „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ. ტესტირება გეგმიური იყო და იბრაჰიმოვიჩს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. უფრო ადრე კორონავირუსი „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს – მცველ ლეონარდო დუარტეს დაუდასტურდა.
ერთი ფოტოს ნახვის შემდეგ…
– არველაძეებს იცნობ..? ფეხბურთის ანა-ბანას რომ ვსწავლობდი, მაშინ გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმოდა. მერე, ისე მოხდა, ორი წელიწადი 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვისწავლე და ერთი-ორი მატჩი არველაძეების წინააღმდეგაც ჩავატარე… მერე, მე სარბიელში აღმოვჩნდი, არველაძეები – დინამოში… მერე – არველაძეები ტრაბზონში წავიდნენ. მერე – ორივე ჰოლანდიაში: შოთა აიაქსში, აჩი – ბრედაში მერე, პირადად გავიცანი. საქართველოს ნაკრები მალტის ტურნირზე...
ერთი გადაფურთხება – ოთხი თამაში
ანხელ დი მარიას ალვარო გონსალესისთვის მიფურთხების გამო ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს საქციელი „პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა 13 სექტემბერს, „მარსელთან” შეხვედრის დროს ჩაიდინა. თამაში, რომელიც „პარკ დე პრენსზე” ჩატარდა, მოიგო „მარსელმა” 1:0. ადრეც მოგახსენეთ, რომ იმ მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში გუნდებს შორის ატყდა ჩხუბი. მსაჯმა ხუთი წითელი ბარათი ამოიღო. ერთ-ერთი მათგანი მასპინძელთა ბრაზილიელ ვარსკვლავ...
მესის ოთხი მიზანი
„ბარსელონაში” თავისი მე-17 სეზონის წინ ლეო მესი ოთხ ახალ რეკორდს უმიზნებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანას” შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. კვირას „ბარსა” „ვილიარეალთან” მატჩით ახალ სეზონს იწყებს. შესაბამისად, ჩვეულ, „წლობით ნაცვამ” მაისურში ახალ სეზონს იწყებს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელიც. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” ამ ამბავს მთელი პირველი გვერდი და...
თქვენი იყოს, წაიღეთ!
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის პირობებში. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა უარი თქვეს პრემიალურ თანხებზე, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგებისთვისაა გათვალისწინებული. კონკრეტულად: ჩემპიონობისთვის თითოეულ მათგანს 700 ათასი ევრო ერგებოდა, სუპერთასის მოგებისთვის პრემიად კი 300-300 ათასი ევრო იყო დათქმული. მარტივი მათემატიკა გვეუბნება, რომ მოთამაშეებმა ამ გზით კლუბს დაახლოებით 25 მილიონი...
სიმონა და მხოლოდ სერენა
რუმინელმა სიმონა ჰალეპმა რომში გაასამა – ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგო. მისმა მეტოქემ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ ფინალში წინააღმდეგობა ტრავმის გამო 0:6, 1:2 ანგარიშისას შეწყვიტა. 28 წლის რუმინელი ამჟამად მსოფლიოს მეორე ჩოგანია და მხოლოდ ეშლი ბარტის ჩამორჩება. 2013 წელს მან კარიერაში პირველად მოიგო WTA-ის ტიტული და მას შემდეგ ჯამში 22-ჯერ იპირველა. ამავე პერიოდში უფრო მეტი ტურნირი მხოლოდ...









