NBA-ს ფინალში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „მაიამი“ ითამაშებენ. „ლეიკერსის“ ამბავი გუშინ გითხარით, ამ დილით კი მაიამელებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ბოსტონ სელტიქსი“ (17 ჩემპიონობა) დასცეს – 125:113 და საერთო ჯამში 4:2 მოიგეს. თუმცა, საინტერესო ის ფაქტია, რომ „მაიმიმ“ სერიაში ჩაგდებული ბურთების რაოდენობით 674:675 წააგო. ბოლო 30 წელიწადში „ჰიტი“ გახდა პირველი...
წელი: 2020
ხუთი გოლი 400 მილიონად
პირველად მოხდა, რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა ერთ მატჩში ხუთი გოლი გაუშვა. ეს მოხდა „ლესტერთან“ შეხვედრაში, რომელიც „მანჩესტერ სიტიმ“ 2:5 წააგო. მსგავსი რამ გვარდიოლას კარიერაში 686 შეხვედრის მანძილზე არ მომხდარა . არადა, რაც „სიტიშია“, გვარდიოლამ მხოლოდ მცველების გადასაბირებლად კლუბს 442,1 მილიონი ევრო დაახარჯინა. ესპანელი მწვრთნელის ნაყიდი მცველების სია ასეთია: ჯონ სტოუნსი (52,3), ბენჯამინ მენდი (57,2), კაილ...
ძალად წააგო ფლიკმა?
იმისათვის, რომ გასული სეზონივით „ტრებლი” გაიმეოროს, „ბაიერნს” 254 დღეში 54 თამაში აქვს ჩასატარებელი, — წერს „შპორტბილდის” ჟურნალისტი მატიას ბრუგელმანი და დასძენს, რომ ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დაძაბული კალენდარია. „ბაიერნს” ბრუგელმანის აზრით ჰყავს ტოპ-კლასის თოთხმეტი ფეხბურთელი, თუმცა ხშირად გუნდის ძირითად შემადგენლობაში ტოპ-კლასის თერთმეტი ფეხბურთელიც კი ვერ გროვდება. ჟურნალისტის თოთხმეტეული ასეთია: ნოიერი, პავარი, ალაბა, ბოატენგი, ზიულე, დევისი,...
ანსუ! – კუმანის ბრწყინვალე დებიუტი
რონალდ კუმანს „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. „ბარსამ” „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. ამ შეხვედრას ჰყავდა გამოკვეთილი გმირი: ანსუ ფატი! ბიჭუნამ, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და თვრამეტისა 31 ოქტომბერს გახდება, ორი გოლი თავად გაიტანა (პირველი იხ. ვიდეოზე) და ერთიც პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი სტუმარმა პაუ ფრანსისკო ტორესმა თავის კარში ჩაჭრა და...
მზადება თვითიზოლაციასთან ერთად
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი...
რეალი და VAR ერთად ზედმეტია
ესპანური „ბეტისის“ მთვარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ლა ლიგის მესამე ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა მადრიდის „რეალთან“ 2:3 წააგო, კომენტარი გააკეთა. „როდესაც „რეალისა“ და VAR-ის წინააღმდეგ ერთდროულად თამაშობ, უკვე ზედმეტია. პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესები ვიყავით, გავიტანეთ ორი გოლი და გვქონდა სამი რეალური მომენტი. მერე, განხილვის შემდეგ მსაჯმა თავს უფლება მისცა დაენიშნა პენალტი „რეალის“ სასარგებლოდ და...
რამოსის 17 გაელვება
მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის მატჩში „ბეტისთან“ (3:2) გოლი გაიტანა, რაც მცველებისთვის ახალი მიღწევაა. რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა. ზუსტად ამდენივე სეზონში აქვს გატანილი „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელს კარლოს ალონსოს, ხოლო რეკორდსმენად „ბილბაოს“ შემტევი აგუსტინ გაინსა ითვლება, რომელსაც ზედიზედ 19 სეზონში გაუტანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ რამოსი...
ჯეიმსი და დევისი ერთმანეთისთვის თამაშობენ
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ მიმდინარე NBA-ს სეზონის პირველი ფინალისტია. დასავლეთ კონფერენციის გადამწვეტ სერიაში „ლეიკერსმა“ 4:1 დაამარცხა „დენვერ ნაგითსი“. კალიფორნიელთაგან მოედანზე საუკეთესოები იყვნენ ლებრონ ჯეიმსი (38 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი) და ენტონი დევისი (27 ქულა). ნამატჩევს დევისმა განაცხადა, რომ თუ „ლეიკერსი“ სეზონს ვერ მოიგებს, მისი და ლებრონის ჩავარდნა იქნება. „როდესაც გუნდში მივედი, ლებრონმა მითხრა, რომ პირველ საჩემპიონო...
ალისამ დორტმუნდის ცოდვა დაიდო
ალისა შმიდტი დიდი სპორტული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის. მძლეოსნობაში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დაკავებული მეორე ადგილი მისი მაქსიმუმი იყო. სამაგიეროდ, 2017 წელს გამოცემა Busted Coverage -ს პლანეტის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელა და პოპულარობაც წამში მოვიდა. სოცქსელებში მის აქაუნთებზე ხელმომწერთა რაოდენობა კარგა ხანია, მილიონს გადასცდა. ჰოდა, ეს ჩვენი ლამაზმანი დორტმუნდის „ბორუსიას“ მძლეოსნობის მწვრთნელი გახდა. ალისამ გუნდის მოთელვას უხელმძღვანელა,...
იყო პენალტი?
„ბეტისისა” და „რეალის” შეხვედრის პირველ ტაიმში სერხიო რამოსმა ისეთი გოლი ვერ გაიტანა, ხალხი რომ ამბობს მანდედან აცილება უფრო ძნელი იყოო; სამაგიეროდ, „ლოს ბლანკოსის” კაპიტანმა 82-ე წუთზე პანენკასეული დარტყმით შეაგდო პენალტი და გუნდს სტუმრად 3:2 გამარჯვება მოუტანა. უნდა ითქვას, რომ თავად პენალტი, რომელიც მარკ ბარტრას მიერ წესის დარღვევის გამო დაინიშნა, ფრიად საეჭვო გახლდათ. და კიდევ ერთი,...









