წელი: 2020

Home 2020
უსეტო ბასილაშვილი
ჩანაწერი

უსეტო ბასილაშვილი

აგერ უკვე რვა თვეა, საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს მატჩი არ მოუგია, უკაცრავად, მატჩი არა – სეტი. ნიკას ბოლო წარმატება 25 თებერვლით თარიღდება. მართალია, შემდეგ ხუთი თვე პანდემიის გამო ყველა ტურნირი გაჩერებული იყო, მაგრამ კორტს მიბრუნებულმა ბასილაშვილმა ATP-ს ეგიდით ჩატარებულ შვიდ ტურნირზე საწყისი შვიდი მატჩი ისე წააგო, სეტიც არ მოუგია. ამას დაუმატეთ ორი საგამოფენო მარცხიც...

მესი: ყველაფერს ბარსელონასთვის ვაკეთებდი
ჩანაწერი

მესი: ყველაფერს ბარსელონასთვის ვაკეთებდი

მას მერე, რაც „ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვიტა, ლეო მესის ინტერვიუ აღარ მიუცია და აი, ის კატალონიურ „სპორტს” ელაპარაკა. სრული ინტერვიუ დღეს დაიბეჭდება და ესპანეთში, ჯიხურებში გაიყიდება, აქ კი ამონარიდებს გთავაზობთ. ერთად „ამდენი აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ მინდა ყველაფერს წერტილი დავუსვა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვირწმუნოთ, რომ საუკეთესო დროება წინ არის”. შეცდომები „პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ყველა შეცდომაზე, თუკი...

უპირველეს ყოვლისა, უნიტაზი!
ჩანაწერი

უპირველეს ყოვლისა, უნიტაზი!

ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება: „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, როდესაც დროის ამოწურვამდე 15 წუთი რჩებოდა, ერიკ დაიერი ტუალეტში გავარდა. მას მოურინიუ გამოუდგა. გასახდელის გვირაბში ორივეს ფოტო გადაუღეს. ეს იყო „კარაბაოს თასის” მერვედფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტებში „სფურზმა” მოიგო. ვინც დაიერის გასვლა შეამჩნია, ეგონა, რომ ის გამოცვალეს და გვირაბში იმიტომ შევიდა, მაგრამ როდესაც...

თავისუფლება ლუკას
ჩანაწერი

თავისუფლება ლუკას

მადრიდის „რეალის“ სერბ ფორვარდ ლუკა იოვიჩს შეუძლია გუნდი დატოვოს და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სხვა გუნდში გააგრძელოს კარიერა. აღნიშნულ ვარიანტზე დასტური თავად ზინედინ ზიდანმა თქვა, წელს იოვიჩი არ მჭირდებაო. სერბის იჯარით აყვანის მსურველთა შორის ფავორიტი „რომაა“, რომელიც ლუკას სათამაშო დროის გარანტიას აძლევს. რიგში დგანან „მილანი“ და „ინტერი“, თუმცა ფეხბურთელი რომაულ ვარიანტს ამჯობინებს. საუბარი „მანჩესტერ იუნაიტედზეც“ იყო,...

ბართომეუს ბოლო საათები?
ჩანაწერი

ბართომეუს ბოლო საათები?

ამ დროის ინფორმაციით, „ბარსელონას“ პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მმართველთა საბჭოს დანარჩენი წევრები გადადგომას განიხილავენ. როგორც იცით, ამჟამად „ბლაუგრანას“ ბორდის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს, რომელიც დღეს ახალ ეტაპზე გადავა. „ბარსა“ შეგროვილი ხელმოწერების ვალიდურობას გადაამოწმებს. შეგახსენებთ, რომ მოძრაობის წევრებმა გააქტურება ბოლო პერიოდში კლუბში მომხდარი უამრავი უსამართლობის ფონზე გადაწყვიტეს.

რივერსზე სამი კლუბი ნადირობს
ჩანაწერი

რივერსზე სამი კლუბი ნადირობს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დოკ რივერსი გაათავისუფლა. კლუბის განცხადება და მწვრთნელზე მთხოვნების გაჩენა ერთი იყო – რივერსის დასაქმება ერთბაშად სამმა კლუბმა მოისურვა. ყველაზე მონდომებული „ჰიუსტონ როკეტსია“, რომელიც აქტიურად ეძებს მაიკ დანტონის შემცვლელს. გავრცელებული ცნობით, „რაკეტები“ მზად არიან კონტრაქტი არა მარტო რივერსს კონტრაქტი მთლიანად მის სამწვრთნელო გუნდთან ერთად გაუფორმოს. რივერსით ასევე დაინტერესებულნი არიან „ნიუ-ორლეან პელიკანი“...

კოვიდი ათი ათზე
ჩანაწერი

კოვიდი ათი ათზე

პრემიერლიგის კლუბებში, ფეხბურთელების ჩათვლით, ათ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. სეზონის დაწყების შემდეგ ამდენი დაავადებული ინგლისის უმაღლეს ლიგას არ ჰყოლია. წინა სამი კვირის განმავლობაში ტურიდან ტურამდე სულ სამი-ოთხი შემთხვევა თუ იყო ხოლმე. 21-27 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა 1595 ტესტი, რომელმაც მარტო „ვესტ ჰემში” სამი კოვიდიანი გამოავლინა: მწვრთნელი დევიდ მოიესი და მისი ორი ფეხბურთელი ისა დიოპი...

კლოპმა კინს შეუტია
ჩანაწერი

კლოპმა კინს შეუტია

„ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდასა და ტელეექსპერტ როი კინს მატჩისშემდგომ გადაცემაში შეუტია. მიზეზი: ირლანდილემა კლოპის გუნდის თამაშს „არსენალის” წინააღმდეგ („ლივერპულმა” მოიგო 3:1) „დაუდევარი” უწოდა. როდესაც გერმანელს კინის ნათქვამი გადასცეს, მან ყურებს არ დაუჯერა და ინფორმაციის გადამოწმება ისურვა. კლოპი: „მართლა თქვა, რომ დღეს ჩვენ დაუდევრად ვითამაშეთ? თუ ასეა, ეტყობა სხვა ფეხბურთს უყურებდა, რადგან ჩვენს...

წინ, ევროპიკენ!
ჩანაწერი

წინ, ევროპიკენ!

8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელსაც 26 მარტს უნდა გამართულიყო. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნახევარფინალურია, მოგების შემთხვევაში, ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს საქართველოს ნაკრები თბილისშივე უმასპინძლებს. ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩვენს ჯგუფში არის. ერთი თვის წინ, ჩვენებმა თბილისში მიიღეს და ფრედ,...

ცამეტი
ჩანაწერი

ცამეტი

ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია… უნაი ემერი მწვრთნელის რანგში მეცამეტედ ეწვია „კამპ ნოუს“ და მეცამეტე მარცხი იწვნია. ეს მოხდა ლა ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში – ემერის  „ვილიარეალი“ 0:4 განადგურდა „ბარსელონასთან“. ემერი „ვილიარეალს“ სათავეში ამ ზაფხულს ჩაუდგა, თუმც აქამდე „კამპ ნოუზე“ ლონდონის „არსენალის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „სევილიას“, „ვალენსიას“, „ალმერიასა“ და „ლორკა დეპორტივოს“ ჩაყვანა მოუხდა. ყველა შემთხვევაში ემერის...